|
2020-12-03 13:50:23, 585 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - Trace International-ის რეიტინგით, საქართველო მსოფლიოში პირველია ბიზნესსა და მთავრობას შორის ინტერაქციის მიმართულებით
Trace International - ის მიერ წარმოებული კორუფციის რისკისგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით საქართველო მსოფლიოში 28-ე, ხოლო ევროპაში კვლავინდებურად საუკეთესო ოცეულშია და 19-ე ადგილზეა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ავტორიტეტული რეიტინგის შეფასებისას, მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა "მთავრობასთან ურთიერთობაში კორუფციისაგან თავისუფლება"- ის ქვეკომპონენტზე, რომლის მიხედვითაც საქართველო მსოფლიოში პირველია. „ჩვენ მსოფლიოში საუკეთესონი ვართ ბიზნესსა და მთავრობას შორის ინტერაქციის მიხედვით. ეს, პრაქტიკულად იმას ნიშნავს, რომ ბიზნესს ჩვენი პროგრამებით, ჩვენი დახმარებებით, გარკვეული სახელმწიფო სერვისებით სარგებლობისთვის და ნებართვის მისაღებად, არ სჭირდება ფიზიკური ურთიერთობა სამთავრობო უწყებებთან და იქ დასაქმებულ საჯარო მოხელეებთან," - განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებენ ერთიანი ფრონტ ოფისები, რომლებიც არიან მაქსიმალურად დიგიტალიზებული და ელექტრონულები. „ეს არის შედეგი ჩვენი მიზანმიმართული რეფორმისა, რომლის მიხედვითაც მაქსიმალურად უზრუნველვყოფთ ჩვენი სამთავრობო სერვისების განვითარებას," - განაცხადა მინისტრმა. TRACE არის მსოფლიოში აღიარებული ბიზნეს ასოციაცია, რომელიც მსოფლიო მასშტაბით სწავლობს და აფასებს კორუფციის ხარისხს, ზედამხედველობას, კარგ მმართველობას და მესამე მხარის მონაწილეობას რისკის მართვაში. რეიტინგი ქვეყნებს აფასებს კორუფციის მიხედვით, კერძოდ, კორუფციის შესაძლებლობის, ანტიკორუფციული კანონმდებლობის, მთავრობის გამჭვირვალობისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების დონის მიხედვით. აღსანიშნავია, რომ კორუფციის რისკისგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო უსწრებს ევროკავშირის 14 სახელმწიფოს: იტალიას, პოლონეთს, უნგრეთს, სლოვაკეთს, სლოვენიას, ჩეხეთს, ლატვიას, ხორვატიას, საბერძნეთს, რუმინეთს, ბულგარეთს, კვიპროსს, მალტას, ესპანეთს.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)