|
2020-11-30 15:58:18, 547 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - სამედიცინო ჟანგბადის გაზრდილი მოთხოვნის 90 პროცენტს უკვე ადგილობრივი წარმოების ჟანგბადი ფარავს
პანდემიით გამოწვეული ჟანგბადის გაზრდილი მოთხოვნიდან - 80-ზე მეტი ტონიდან დღეში პრაქტიკულად 90 პროცენტი უკვე ადგილობრივი წარმოების ჟანგბადით იფარება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის თქმით, პრემიერ-მინისტრის დავალებით, პერიოდულად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ერთვება იქ, სადაც ამის საჭიროება და პრობლემის ადგილობრივი წარმოებით გადაწყვეტის შესაძლებლობაა. „პანდემიის პირველ ეტაპზე ჩვენ დავიწყეთ პირბადეების წარმოება. იმ ფონზე, როდესაც მთელ მსოფლიოში პირბადეების მწვავე დეფიციტი იყო, ჩვენ დავეხმარეთ საწარმოებს, აეწყოთ ადგილობრივი წარმოება და მოსახლეობას პირბადეების დეფიციტი ავარიდეთ. ასევე ბიზნესი სწრაფად გადაეწყო და დაიწყო სადეზინფექციო ხსნარების, სამედიცინო კომბინიზონებისა თუ სამედიცინო სექტორისთვის საჭირო სხვა სახარჯი მასალების წარმოება. ახლა უკვე ვახდენთ ადგილობრივად წარმოებული ჟანგბადით სამედიცინო სექტორის მომარაგებას", - აღნიშნა ნათია თურნავამ. ამასთან, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში ჟანგბადით მომარაგების საკითხი სრულად გადაწყვეტილია - ორი დანადგარი უკვე დამონტაჟდა რუხის კლინიკაში, სადაც ეს პრობლემა პრაქტიკულად გადაჭრილია, დეკემბერში კი საქართველოში დამატებით 6 დანადგარი შემოვა. ქვეყნის ჯანდაცვის სექტორის დახმარების მიზნით, საქართველოში სამედიცინო ჟანგბადის წარმადობის გაზრდის მიზნით, საკოორდინაციო საბჭოს დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ჟანგბადის მწარმოებელი 10 გენერატორი შეიძინა, რომელიც ჯამურად შეძლებს დღიურად 9.3 ტ. ჟანგბადის შესაბამისი მოცულობის სამედიცინო ჟანგბადის წარმოებას.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)