|
2020-11-19 11:17:52, 499 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა PwC-ისა და ინვესტორთა საბჭოს მიერ კოვიდ-19-ით გამოწვეულ პრობლემთან დაკავშირებით ჩატარებულ ბიზნესის კვლევას გაეცნო
გლობალური პანდემიის პირობებში, რაც დიდი გამოწვევაა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, მივესალმებით ინვესტორთა საბჭოს დახმარებას, კერძოდ საბჭო, საერთშორისო აუდიტორულ კომპანია PwC-თან ერთად, პერიოდულად ატარებს და გვაწვდის კვლევებს, თუ რა პროცესები მიმდინარეობს მცირე და საშუალო ბიზნესში პანდემიიდან გამომდინარე, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. მინისტრის თქმით, რამდენიმე თვის წინ ჩატარებულმა პირველმა კვლევამ, რომელიც პანდემიის პირველ ეტაპზე ჩატარდა, საკმაოდ რთული შედეგები და პესიმისტური მოლოდინი აჩვენა. თუმცა, ნათია თურნავას განცხადებით,ბოლო კვლევა უფრო ოპტიმისტურ სურათს აჩვენებს იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფო ძალიან აქტიურად ეხმარება ბიზნესის სხვადასხვა სექტორს, მცირე და საშუალო ბიზნესს, რომ შეინარჩუნოს სიცოცხლისუნარიანობა, განვითარდეს და გაუმკლავდეს პანდემიას, ასევე იქიდან გამომდინარე, რომ ეკონომიკური მაჩვენებლებიც უფრო უმჯობესდება, ბოლო კვლევა უფრო ოპტიმისტურ სურათს აჩვენებს . „ბოლო კვლევის თანახმად, ბევრმა ბიზნესმა შეძლო და შეინარჩუნა საკუთარი შემოსავლები, დასაქმების მაჩვენებელიც, რომელიც თავიდან იყო უფრო ნეგატიური. თუმცა, თანდათან გამოსწორდა, ასევე მოლოდინებიც არის უფრო ოპტიმისტური. ამ ფაქტორებზე დადებითად იმოქმედა ცნობებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმოების დაწყებაზე გავრცელებულმა ინფორმაციამ. ასევე მოქმედებს ისიც, რომ ჩვენ ვაგრძელებთ მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარებას, ახალ პაკეტს ვამზადებთ, ეს ყველაფერი მათზე დადებითდ აისახება და ამას PwC-ის კვლევაც აჩვენებს", - აღნიშნა ნათია თურნვამ. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და დიდი ბრიტანეთის კარგი მმართველობის ფონდის მხარდაჭერით, ინვესტორთა საბჭომ, „პრაისუოთერჰაუს კუპერს საქართველოსთან" თანამშრომლობით ჩაატარა ბიზნესის კვლევა კოვიდ-19-ით გამოწვეულ პრობლემთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ მსგავსი კვლევა უკვე მეორე ჩატარდა. პირველი კვლევა მოიცავდა აპრილი - მაისის პერიოდს, ხოლო მეორე კვლევა - სექტემბერი - ოქტომბერს. გამოიკითხა 750-მდე კომპანია, რომლის დროსაც მოხდა სხვადასხვა სექტორში მომუშავე კომპანიების საჭიროებების სიღრმისეული შესწავლა.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)