03:13 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-12 10:36:02, 464 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი გახარია - მთავრობა მოქალაქეებისა და ბიზნესის მხარდაჭერის მეოთხე ფაზაზე მუშაობს

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მთავრობა მოქალაქეების და ბიზნესის მხარდაჭერის მეოთხე ფაზაზე მუშაობს.

მანვე აღნიშნა, რომ უკვე შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელში საერთაშორისო პარტნიორები, მთავრობის ეკონომიკური გუნდი და ეროვნული ბანკი მონაწილეობენ.

„მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობამ კრიზისის დაწყებიდან განაცხადა პრინციპი რესურსების რაციონალური გადანაწილების პირველ რიგში როგორც ბიზნესის, სამუშაო ადგილების ასევე ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერის თვალსაზრისით, ჩვენ დავიწყეთ მეოთხე ფაზაზე მუშაობა, რომლიც გამიზნული იქნება ჩვენი მოქალაქეების სოციალურ მხარდაჭერასა და ბიზნესის მხარდაჭერაზე. რამდენიმე უკვე კარგად აპრობირებული მექანიზმი, რომელმაც კარგად იმუშავა წინა ეტაპებზე ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერის ეს გახლავთ  მოქალაქეები რომლებმაც სამსახური დაკარგეს და მათი მხარდაჭერა.

შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელშიც მონაწილეობს როგორც მთავრობის ეკონომიკური გუნდი, ასევე ეროვნული ბანკი და საერთაშორისო პარტნიორები. უახლოეს პერიოდში ამ ჯგუფის მუშაობის შედეგები ნათელი იქნება. ეს იქნება ჩვენი საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ კრიზისში მოქალაქეების და ბიზნესის მხარდაჭერის მეოთხე ფაზა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics