|
2015-09-23 16:37:13, 1639 ნახვა
სხვადასხვა
„მოსიარულე ბიბლიოთეკა“ ქალაქის აქციას იწყებს
თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე ვისოლის ავტოგასამართი სადგურიდან „წიგნი ყველა სოფელს“ პროექტის ფარგლებში „მოსიარულე ბიბლიოთეკა“ ქალაქის აქციას იწყებს და თბილისის სხვადასხვა უბნის მოსახლეობას საშულებას მისცემს კიდევ მეტად აქტიურად ჩაერთონ წიგნების შეგროვების პროცესში. „მოსიარულე ბიბლიოთეკა“ პირველად გლდანს ეწვევა და ნებისმიერი მოსახლისგან მიიღებს წიგნებს, რომლებიც შემდგომში სოფლების ბიბლიოთეკებს გადაეცემა. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას „ვისოლ ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ აღნიშნა, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე ავტოგასამართ სადგურზე მისულ ყველა მომხმარებელზე კომპანია „ვისოლი“ 1 ლარს გაიღებს, რომელიც წიგნების შეძენას მოხმარდება. „მოგეხსენებათ, რომ „ვისოლ ჯგუფი“ აქტიურად არის ჩართული ამ სასიკეთო საქმეში. ჩვენ არაერთი აქცია ჩავატარეთ „წიგნი ყველა სოფელს“ მხარდასაჭერად. დღეს, ჩვენი აქცია მდგომარეობს იმაში, რომ თამარაშვილზე მდებარე ავტოგასამართ სადგურზე მოსულ ყველა მომხმარებელზე კომპანია „ვისოლი“ გაიღებს 1 ლარს, რომელიც ასევე მოხმარდება წიგნების შეძენას და შემდგომ უკვე რაიონებში ამ წიგნების დისტრიბუციას და დარიგებას. ასევე სასიამოვნო ინფორმაციაა ის, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში 100-მდე ბიბლიოთეკაში მოხდა შეგროვებული წიგნების დისტრიბუცია და დარიგება“,-განაცხადა ვასილ ხორავამ. ცნობისთვის, „წიგნი ყველა სოფელს“-არასამთავრობო, სახელმწიფო, საქართველოს საპატრიარქოს, ბიზნეს სექტორის ერთიანი ძალისხმევით და ორგანიზაცია „სტუდენტური ერთიანობისა“ და ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანის ორგანიზებით ხორციელდება. პროექტი სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია და „ვისოლ ჯგუფის“, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის, „პალიტრა L“,-ის, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის, ასევე ქველმოქმედი საზოგადოების მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში წიგნის შეგროვება მთელი თბილისის მასშტაბით ხორციელდება. სპეციალური ყუთები განთავსებულია „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურზე, სუპერმარკეტების ქსელ „სმარტის“ ამერიკული რესტორნების ქსელ „ვენდის“ და „დანქინ დონატსის“ რესტორნებში. ასევე, ყუთები განთავსებულია შემდეგ ტაძრებში: წმინდა სამების საკათედრო ტაძარი, ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, დიდუბის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი. იმის გათვალისწინებით, რომ ქალაქის მოსახლეობის ნაწილი სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ ახერხებს წიგნების ობიექტებზე დატოვებას, მოხდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონული ერთეულების შემოვლა ავტობუსით-„ მოსიარულე ბიბლიოთეკა“, რათა მოსახლეობას სახლთან ახლოს შეეძლოს წიგნების პროექტისთვის გადაცემა. ერთი კვირის განმავლობაში მოსიარულე ბიბლიოთეკა თბილისის მასშტაბით გადაადგილდება და ნებისმიერი რაოდენობის წიგნს მიიღებს მსურველებისგან. ქალაქის აქცია ხელს შეუწყობს მოსახლეობის კიდევ უფრო მეტად ინფორმირებას და ჩართვას წიგნი და წიგნიერების პოპულარიზაციის საკითხში.
(R)
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)