|
2020-10-25 20:54:48, 4086 ნახვა
იოსებ ხახალეიშვილი ანსამბლ „ქართული ხმების“ წევრებთან ერთად ნიკეას ქუჩის მოსახლეობას შეხვდა
"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობს. მერობის კანდიდატი მხარდამჭერებს ამჯერად ნიკეას ქუჩაზე შეხვდა და მათ საარჩევნო ბუკლეტები დაურიგა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მმართველი გუნდის კანდიდატის მხარდასაჭერად ქუთაისში ჩამოსული ანსამბლ "ქართული ხმების" წევრები. მათ მოსახლეობას კანდიდატთან ერთად გააცნეს საარჩევნო პროგრამა, ესაუბრნენ იმ პრიორიტეტებზე, რომელიც მომავალი მერსა და ზოგადად „ქართულ ოცნებას" უპირველეს განსახორციელებელ საკითხებად აქვს პროგრამაში. ასევე ხაზი გაესვა სულ მალე ნიკეას ქუჩის ახალი სტატუსის ქუთაისის შემოსასვლელის და ფუნქციას. "ჩვენ შევხვდით ადამიანებს, რომლებსაც უნდათ თანამედროვე, ინფრასტრუქტურულად გამართულ ქალაქში ცხოვრება და ამის გამო ყველაფრისთვის მზად არიან. საუბრისას ჩვენ შევთანხმდით ორ რამეზე, პირველი, რომ ის პრობლემები, რომლებიც 9 წლის წინ არსებობდა, უკვე აღარ არსებობს. დღეს ჩვენ ახალ პრობლემებზე ვსაუბრობთ. ე.ი. დროთა განმავლობაში ყველაფერი გვარდება და მეორე, ის რომ ქუთაისს ყავს ძალიან ღირსეული მერობის კანდიდატი, რომელსაც ნამდვილად შესტკივა გული მშობლიურ ქალაქზე", - განაცხადა "ქართული ხმების" წევრმა თემურ ჭკუასელმა. "დღეს შევხვდით ნიკეას ქუჩის მოსახლეობას. იგი ქუთაისის ერთ-ერთი ყველაზე ფართე, გრძელი და ურბანულად დატვირთული ქუჩაა. პრობლემა აქაც არსებობს, მაგრამ ნაწილი მოგვარებული და ნაწილი უახლოეს მომავალში მოსაგვარებელი. რაც მთავარია დღევანდელ შეხვედრაზე ზურგს მიმაგრებდნენ ღირსეული და ყველასთვის საყვარელი ადამიანები, რომლებმაც ამ შეხვედრას სხვა ელფერი შესძინეს და ადვილად იპოვეს საერთო ენა ჩვენს თანაქალაქელებთან", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
გერმანია განიხილავს რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელების ნებართვის მინიჭებას
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)