|
2020-10-18 19:09:04, 5125 ნახვა
კალაძე - მოხარული ვარ, რომ დღეს, ჩვენს ერთგულ მხარდამჭერებთან ერთად, ამ ულამაზეს ქალაქში ვიმყოფები
„მოხარული ვარ, რომ დღეს, ჩვენს ერთგულ მხარდამჭერებთან ერთად, ამ ულამაზეს ქალაქში ვიმყოფები“ , - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა კახი კალაძემ განაცხადა. "მოხარული ვარ, რომ დღეს, ჩვენს ერთგულ მხარდამჭერებთან ერთად, ამ ულამაზეს ქალაქში ვიმყოფები. ფოთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, ევროპული ტიპის ქალაქია, რომლის განვითარებაშიც უდიდესი წვლილი აქვს დიდ ქართველს, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პიროვნებას, ნიკო ნიკოლაძეს, რომელმაც პატარა, ჭაობიანი ადგილი საქართველოს გამორჩეულ, უდიდესი პერსპექტივის მქონე ქალაქად აქცია. ფოთი ძალიან დიდი პოტენციალის მქონე ქალაქია, ერთ-ერთი მთავარი ცენტრი საქართველოს ლოგისტიკური, სატრასპორტო და ინფრასტრუქტურული კუთხით. ფოთის პორტში ინტენსიურად მიმდინარეობს PACE ტერმინალის პროექტის განხორციელება, რომელშიც ამერიკული ინვესტიციაა ჩადებული და რომელიც დამატებითი ინვესტიციების შემოსვლას, დამატებითი სამუშაო ადგილების გაჩენას უზრუნველყოფს მომდევნო წლების განმავლობაში. ჩვენი გუნდი, „ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან შეუდგა ყველა იმ გამოწვევაზე მუშაობას, რაც 2012 წლამდე არსებობდა სხვადასხვა მიმართულებით. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რეგიონების განვითარებაზე, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასა და, რაც მთავარია, რიგითი მოქალაქეების საჭიროებების უზრუნველყოფაზე. ეკონომიკის განვითარებასთან ერთად, უმნიშვნელოვანესია ეს პროგრესი თითოეულ ოჯახზე აისახებოდეს, ყველას ჰქონდეს ღირსეული ცხოვრების პირობები და შესაძლებლობა, რომ საკუთარი საქმე წამოიწყოს და საკუთარი ოჯახი არჩინოს. ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტია განათლება, რომელმაც ჩვენი შვილების, შვილიშვილების ნათელი მომავალი უნდა უზრუნველყოს. თანამედროვე სამყაროში, მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან კონკურენცია შესაძლებელია, თუ გვექნება კარგი განათლება და გამართული განათლების სისტემა. სწორედ ამისთვის გამოიყო ბიუჯეტის მეოთხედი განათლების დაფინანსებაზე, სწორედ ამიტომ განახორციელა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტი, სადაც ახალგაზრდებს საკუთარ ქვეყანაშივე, წამყვანი ევროპული უნივერსიტეტების დონის განათლების მიღება შეეძლებათ. ჩვენი მიზანი სწორედ ეს არის, რომ განათლებული მოქალაქეებისგან და ეკონომიკურად ძლიერი ოჯახებისგან შემდგარი ქვეყანა ავაშენოთ, რომელიც ევროპულ ოჯახში ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს. რა თქმა უნდა, არსებობს გამოწვევები, რომელსაც მომდევნო 4 წლის განმავლობაში ღირსეული პასუხი უნდა გაეცეს. დარწმუნებული ვარ, ერთიანი გუნდით და ძალისხმევით მოვაგვარებთ და ღირსეულად ვუპასუხებთ ამ პრობლემებს, რომელიც ფოთში არსებობს და ფოთის მოსახლეობას აწუხებს. ერთად საქართველოს წარმატებისკენ!“ , - განაცხადა კახი კალაძემ.
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)