|
2020-10-09 11:08:18, 542 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით სოფელ ღანირში ტყემლის ბაღები გაშენდა
„საქართველოს ბანკი“ სოფლის მეურნეობის მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. ბანკის ჩართულობით, სამტრედიის სოფელ ღანირში ტყემლის, მსხლის და ვაშლის ბაღებს ტყემლის ახალი ნარგავები დაემატა. ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ნარგავები 5 ჰა მიწის ფართობზე გაშენდა. პროექტის ფარგლებში, შეღავათიანი აგრო სესხით, მეწარმემ შეიძინა ტრაქტორი და გამართა დენის და სარწყავი სისტემები. ასევე, კაპიტალურად შემოიღობა ფართობი და აღიჭურვა ვიდეო კამერებით. წელს უკვე პირველად, მეწარმემ 12 ტონამდე მოსავალი მიიღო, რომლის რეალიზაციაც ადგილობრივ ბაზარზე განახორციელა. მომავლ წელს კი მოსალოდნელია 35 ტონა მოსავლის მიღება. სწორედ ამიტომ, მეწარმე სამომავლოდ საწარმოს აშენებასა და ტყემლის საწებლის წარმოების დაწყებას გეგმავს. ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია 50,000 ლარს შეადგენს. ობიექტზე ამჟამად 10 ადამიანია დასაქმებული. ბაღებს საკუთარი აგრონომი ემსახურება. “სასიხარულოა, რომ ბანკთან თანამშრომლობით კიდევ ერთი ადგილობრივი ბიზნესი გაფართოვდა. სამტრედიის სოფელ ღანირში ტყემლის და ხილის ბაღების გაშენების პროექტი ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივი წარმოების ზრდას, ასევე სოფლის მეურნეობის განვითარებას. ბანკი ამ მიმართულებით აქტიურად აგრძელებს ფინანსურ მხარდაჭერას, რათა კიდევ უფრო გაძლიერდნენ ბიზნესები და შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები. გვჯერა, რომ მსგავსი პროქტები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას“, - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)