|
2015-09-15 15:53:12, 750 ნახვა
ეკონომიკა
ბათუმში 10 მილიონი დოლარის ღირებულების ახალი ინვესტიცია განხორციელდება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე დღეს კაზინოების საერთაშორისო ქსელის „XO“-ს წარმომადგენლებს შეხვდნენ. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, კომპანია „XO“ ახალ ბულვარში მშენებარე სასტუმრო-აპარტამენტების „მეტრო სითის“ ტერიტორიაზე კაზინოს ააშენებს. კაზინო მეტრო სითის ტერიტორიაზე 2800 კვ. მეტრზე განთავსდება. ახალ პროექტში 500-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება. „კაზინოს მშენებლობა წელს დაიწყება და 2016 წელს დასრულდება. კომპანიასთან საიჯარო ხელშეკრულება 15 წლიანი იქნება.კაზინოების ქსელი „XO“ და კომპანია მეტრო ატლას ჯორჯია ხელშეკრულებას უახლოეს პერიოდში გააფორმებენ“, - ნათქვამია აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)