|
2020-09-16 14:51:38, 886 ნახვა
ეკონომიკა
ზურაბ პოლოლიკაშვილი: საბჭოს სხდომაზე მივიღებთ „თბილისის დეკლარაციას“, რომელიც ითვალისწინებს ტურიზმის განვითარებას მომავალი თვეების განმავლობაში
„ძალიან საინტერესო იყო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წარმომადგენლობის ჯგუფთან ერთად მსჯელობა, თუ რა პრობლემებია დღეს ტურიზმში პანდემიის შემდგომ ეტაპზე და როგორ შეიძლება ვეძებოთ გამოსავალი. დღის ბოლომდე ჩამოვაყალიბებთ „თბილისის დეკლარაციას," რომელიც ითვალისწინებს ტურიზმის განვითარებას მომავალი თვეების განმავლობაში. სექტორი ჯერ კიდევ კრიზისშია და მზად უნდა ვიყოთ, რომ სათანადო პასუხი გავცეთ გამოწვევებს და გვერდში დავუდგეთ იმ ადამიანებს, რომლებიც დასაქმებულები არიან მსოფლიო მასშტაბით ტურიზმის სექტორში", - ამის შესახებ ზურაბ პოლოლიკაშვილმა UNWTO-ს აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებს განუცხადა. ორგანიზაციის გენერალური მდივნის თქმით, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები ცდილობენ შეინარჩუნონ ბალანსი, რომ შესაძლებელი იყოს მოგზაურობაც და უსაფრთხოების პირობების დაცვაც. „UNWTO-ს საბჭოს სხდომის თბილისში გამართვა არის მესიჯი მთელი მსოფლიოსთვის, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნაა ტურისტების მისაღებად. მე ვფიქრობ, რომ არამარტო საქართველოს, ყველა ქვეყანას უკვე აქვს შესაძლებლობა, გარკვეული ახალი წესებით გააგრძელოს ცხოვრება ტურიზმის განვითარების მიმართულებით", - აღნიშნა პოლოლიკაშვილმა. შეგახსენებთ, რომ საქართველო გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომას მასპინძლობს, რომელიც სასტუმრო „ბილტმორში" საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მისასალმებელი სიტყვით გახსნა. ღონისძიების მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა და გაეროს-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერასმა, რომელიც ვიდეომიმართვით ჩაერთო საბჭოს სხდომის გახსნის ღონისძიებაში. UNWTO-ს აღმასრულებელი საბჭოს სხდომას მსოფლიოს 24 ქვეყნის 170-მდე დელეგატი ესწრება, მათ შორის არიან ესპანეთის, საბერძნეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, მაროკოს, საუდის არაბეთის და სხვა ქვეყნების მაღალი რანგის სტუმრები. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება
მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა
სააკაშვილი: „რეფორმატორთა საბჭოს“ შექმნა ხელს შეუწყობს „ნაციონალური მოძრაობის“ განახლებას
საქართველოს დელეგაციამ პროტესტის ნიშნად ჰააგის დეკლარაციის კენჭისყრის დარბაზი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)