|
2020-09-03 13:06:38, 3118 ნახვა
ეკონომიკა
მთავრობა ვაშლის სუბსიდირებას იწყებს - ერთი კილოგრამი არასტანდარტული ვაშლი მინიმუმ 22 თეთრი ეღირება
პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა ვაშლის სუბსიდირებას იწყებს და ერთი კილოგრამი არასტანდარტული ვაშლი მინიმუმ 22 თეთრი ეღირება. მისი თქმით, წელს საქართველოდან 23 000 ტონაზე მეტი ატამი იყო ექსპორტირებული, რაც 10 000-ით აღემატება შარშანდელ მონაცემებს. „ეკონომიკური კრიზისის წინააღმდეგ მიმართული კიდევ ერთი ნაბიჯი უნდა განვიხილოთ დღეს, რაც მიმართულია ჩვენი ფერმერების მხარდასაჭერად. მოგეხსენებათ, რომ წელს შესანიშნავი მოსავალი გვქონდა ატმის, რომელმაც რეკორდულ ექსპორტულ ციფრებს მიაღწია და წელს საქართველოდან 23 000 ტონაზე მეტი ატამი იყო ექსპორტირებული, რაც 10 000-ით აღემატება შარშანდელ მონაცემებს, როგორც ჩანს წელს ასევე, უხვი მოსავალი გვექნება ვაშლის, დაახლოებით სამჯერ უფრო მეტი, რაც არიოს 120 000 ტონა დაახლოებით“, - განაცხადა გახარიამ. მისი თქმით, შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამა კრიზისულ პერიოდში ფერმერების სერიოზულ მხარდაჭერას გულისხმობს. „სამწუხაროდ მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო დანერგე მომავალი და სხვადასხვა პროგრამის საშუალებით ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ განახლდეს და ევროპული სტანდარტის მრავალწლოვანი ბაღები გაჩნდნენ საქართველოში, მაინც ჯერ კიდევ დიდია არასტანდარტული მოსავლის რაოდენობა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთი კილოგრამი მოსავალი მაინც დაუბინავებელი უნდა დარჩეს, ამიტომ შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამაში ჩნდება ახალი კომპონენტი, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს და შემსყიდველ კომპანიებს მისცემს შესაძლებლობას, არ დარჩეს არცერთი ვაშლი შეუსყიდავი, რაც გულისხმობს სუბსიდირებას. ეს პროგრამა, რომ არ ყოფილიყო კილოგრამი ვაშლის ფასი დაახლოებით 10 თეთრი იქნებოდა, რამეთუ საერთაშორისო ბაზრებზე ვაშლის ფასი დაეცა, ამ პროგრამის საშუალებით ნებისმიერი გლეხი და ფერმერი, არასტანდარტულ ვაშლში მიიღებს მინიმუმ 22 თეთრს, რაც არის სერიოზული მხარდაჭერა კრიზისის პირობებში", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ჟორჟოლიანი: რეფორმატორთა საბჭო „ნაციონალური მოძრაობისგან“ დამოუკიდებლად იმუშავებს
ანკარის სამიტის შემდეგ NATO-ს წევრმა სახელმწიფოებმა დეკლარაცია მიიღეს
აშშ-ის პრეზიდენტმა ანკარაში ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პუტინთან საუბარს აპირებს
ქეთევან თოიძემ Tashkent International Investment Forum-ზე გალტ & თაგარტის გამოცდილება გააზიარა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)