|
2015-01-28 14:53:15, 818 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილი: როდესაც პრემიერად დარჩენას მიკიჟინებდნენ, ამას ყველაზე მეტად უსუფაშვილი სცდილობდა
"როდესაც პრემიერობაზე მიკიჟინებდნენ, რომ უნდა დავრჩე, ამას ყველაზე მეტად უსუფაშვილი სცდილობდა",-ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა "ქრონიკასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. "იმედის" ეთერში ამ ინტერვიუს მხოლოდ ფრაგმენტი აჩვენეს, ვრცელი ინტერვიუ კი, "ქრონიკის" მთავარი გამოშვების დასრულების შემდეგ გავა. ბიძინა ივანიშვილი საქართველოში მიმდინარე ყველაზე აქტუალურ თემებსა და პროცესებს შეაფასებს. "მთავრობა და ხელისუფლება მთლიანად საზოგადოების ნაწილია და როდესაც პრემიერობაზე მიკიჟინებდნენ, რომ უნდა დავრჩე, ამას ყველაზე მეტად უსუფაშვილი სცდილობდა, მას რამდენჯერმე ავუხსენი და პროცესებში მონაწილეობდა მარგველაშვილიც და ალასანიასთანაც ბევრჯერ გამიკეთებია განმარტებები, რომ ზედმეტი ნდობა, რაც მე გამაჩნია საზოგადოებისგან, ჯობია, მთლიანად საზოგადოებას გადავუნაწილოთ, არა მხოლოდ მის ერთ ნაწილს",-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
კობახიძე - დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები შიო მესამეს - დღეიდან თქვენ გაკისრიათ საპატიო მისია, უხელმძღვანელოთ დედა ეკლესიას, იყოთ ერის და ბერის სულიერი მამა
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)