|
2020-08-21 15:21:11, 4147 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - „ბახვი ჰესის" პროექტი ამერიკულ კომპანიასთან ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ ერთი წარმატებული მაგალითია
„დღეს ჩვენ გავაფორმეთ მემორანდუმი ინვესტორთან, ამერიკულ საინვესტიციო ფონდთან, რომელიც გურიაში მცირე ჰიდროელექტროსადგურის - „ბახვი 1" -ის მშენებლობას ითვალისწინებს. ესაა 12 მგვტ. სიმძლავრის სადგური, სადაც მომავალში მშენებლობის ეტაპზე 300-მდე, ხოლო პროექტის დასრულების შემდეგ რამდენიმე ათეული ადამიანი დასაქმდება. ეს ფაქტი რამდენიმე მიზეზის გამოა მნიშვნელოვანი: ჯერ ერთი, ეს არის ახალი ინვესტიცია მწვანე ენერგიაში მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო და მათ შორის, საქართველოც კოვიდ-ს ებრძვის და თითოეული ახალი შექმნილი სამუშაო ადგილი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მეორეც, ეს არის ამერიკულ კომპანიასთან ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ ერთი წარმატებული მაგალითი," - ამის შესახებ ა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ამერიკული საინვესტიციო ფონდის „ცერბერუს კაპიტალ მენეჯმენტის" აფილირებული კომპანია „ცერბერუს ფრონტიერ ჯორჯიასთან" მემორანდუმის გაფორმების შემდეგ განაცხადა. მემორანდუმზე ხელმოწერა სასტუმრო „რუმსში" გაიმართა და მას ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და კომპანიის „ცერბერუს ფრონტიერ ჯორჯიას" მმართველმა დირექტორმა მიხეილ ნიბლაძემ. ხელმოწერას ასევე დაესწრო აშშ - ის ელჩი საქართველოში კერი დეგნანი. მინისტრმა საქართველოში „ამერიკული საინვესტიციო ფონდის „ცერბერუს კაპიტალ მენეჯმენტის" საქმიანობა დადებითად შეაფასა. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ფონდის საქმიანობა საქართველოში, რომელიც, „ბახვი 1" - ის პროექტის გარდა, კიდევ რამდენიმე მცირე ჰიდროელექტროსადგურს ავითარებს და საკმაოდ საინტერესო პორტფელი გააჩნია," - განაცხადა ნათია თურნავამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)