21:21 - 12 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-10 11:14:17, 1182 ნახვა

სამხედრო
პოლონეთი საქართველოს სამხედრო პოლიციის განვითარების მიმართულებას უხელმძღვანელებს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი პოლონეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრს შეხვდა. 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეება გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიეს. 

მინისტრთა შეთანხმებით, პოლონეთის რესპუბლიკა ნატო-საქართვლოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში აქტიურად ჩაერთვება და სამხედრო პოლიციის შესაძლებლობების განვითარების მიმართულებას უხელმძღვანელებს.

ამასთან, როგორც ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა აღნიშნეს, პოლონეთის რესპუბლიკა კიდევ უფრო გააფართოებს საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების განვითრებას და ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს დამატებით შესთავაზებს ინგლისური ენის კურსებს, რაც ქართულ ჯარს უფრო თავსებადს გახდის ნატოს სტანდარტებთან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ჰორმუზის სრუტეზე აშშ-ის სრული კონტროლი გამოაცხადა: „ვფიქრობ, ჩვენ მას შევინარჩუნებთ“
Wildberries-ის აპლიკაცია აშშ-ის App Store-დან გაქრა
ადვოკატი: ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად
კობა ფარტენაძის მიმართ ძალადობისა და დანით დაჭრის მუქარის ბრალდებით დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics