|
2020-08-14 11:29:40, 10170 ნახვა
სხვადასხვა
სკოლებში 1-მეტრიანი დისტანციის დაცვა სავალდებულო იქნება
მოსწავლეებს შორის 1-მეტრიანი დისტანციის დაცვა სავალდებულო იქნება, - ამის შესახებ რეკომენდაციებს განათლების სამინისტრო ავრცელებს. ამასთანავე ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების თანახმად, სავალდეულო იქნება შენობაში შემსვლელი ყველა პირისთვის პირბადის ტარება, შენობაში შესვლა ნებისმიერ პირს დეზობარიერის გავლით, თერმოსკრინინგისა და ხელის დეზინფიცირების შემდეგ შეეძლება. რეკომენდაციები ითვალისწინებს შემდეგსაც: • პირბადეების რეზერვის სკოლებში არსებობა; • სველი წერტილების სანიტარული დამუშავება ყოველი დასვენების შემდეგ; • ცვლებს შორის ნახევარსაათიანი შესვენება, საკლასო ოთახებისა და სკოლის საერთო სარგებლობის ფართების სანიტარული დასუფთავება და განიავება; • სიცხიანი და რესპირატორული სიმპტომების მქონე მოსწავლეებისთვის დროებითი საიზოლაციო ოთახის გამოყოფა; • ოთახების განიავება გაკვეთილებს შორის დასვენებებზე; • ხშირად შესახები ზედაპირების სანიტარული დამუშავება; • სკოლის საერთო სარგებლობის სივრცეებში (მათ შორის, დერეფანი, კიბის უჯრედი, სამასწავლებლო და ა.შ.) ყოფნისა და გადაადგილებისას ყველა პირს (გარდა მოსწავლეებისა) უნდა ეკეთოს პირბადე, მათ შორის დასვენებების პერიოდში და სხვა.
ზელენსკი: თუ Patriot-ის რაკეტების 10% გვექნება, ყველა რუსულ ბალისტიკურ რაკეტას გავანადგურებთ
პიტ ჰეგსეთი: კუბასთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის სამხედროც
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)