|
2020-08-14 11:05:12, 10557 ნახვა
სხვადასხვა
„ეკოლიდერთა სკოლის“ მოსწავლეები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, ნინო თანდილაშვილს შეხვდნენ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის სასწავლო პროგრამის „ეკოლიდერთა სკოლა“ ფარგლებში, მოსწავლეები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, ნინო თანდილაშვილს შეხვდნენ. მინისტრის მოადგილემ ეკოლიდერებს ქვეყანაში ბოლო პერიოდში განხორციელებული გარემოსდაცვითი რეფორმები, პროექტები და საკანონმდებლო ინიციატივები გააცნო. „ეკოლიდერთა სკოლის“ მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ, მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ. გარემოსდაცვითი სასწავლო პროგრამის წარმომადგენლები დაინტერესდნენ როგორც ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომებით და ტყის ახალი კოდექსით, ასევე, გარემოსდაცვითი შეფასების სისტემის, ჰაერის ხარისხის და ბიომრავალფეროვნების საკითხებით. შეხვედრის შემდეგ, „ეკოლიდერთა სკოლის“ მოსწავლეებმა, გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში, წყლის ხარისხის დადგენის მიზნით, თავად განახორციელეს ქიმიური ანალიზები, მონაწილეობა მიიღეს მაკროუხერხემლოების იდენტიფიკაციის პროცესში. გაეცნენ ატმოსფერულ ჰაერში და ნიადაგში ტყვიის შემცველობის მონიტორინგის პროგრამას. „ეკოლიდერთა სკოლა” გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ შემუშავებული სასწავლო პროგრამაა, რომლის მიზანიც ახალგაზრდა თაობისათვის გარემოსდაცვითი საკითხების სწავლება და ამ მიმართულებით მათი ცნობიერების ამაღლებაა. სემინარები ახალგაზრდებს აძლევს ცოდნას აქტუალურ და საინტერესო გარემოსდაცვით საკითხებზე, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ასპექტების გათვალისწინებით. „ეკოლიდერთა სკოლაში” მონაწილეობენ დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები საქართევლოს ყველა რეგიონიდან, რომლებმაც ორეტაპიან კონკურსში მიიღეს მონაწილეობა და შერჩეულ იქნენ როგორც პროექტის გამარჯვებული ეკოლიდერები. პროგრამა წელს პირველად განხორციელდა და ყოველწლიურად ჩატარდება.
ზელენსკი: თუ Patriot-ის რაკეტების 10% გვექნება, ყველა რუსულ ბალისტიკურ რაკეტას გავანადგურებთ
პიტ ჰეგსეთი: კუბასთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის სამხედროც
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)