02:56 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-28 13:08:24, 2362 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით კასპში ბროილერის ქათმის ფერმა აშენდა

საქართველოს ბანკი“ ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის ფინანსური თანამონაწილეობით კასპში, სოფელ ზემო ჩოჩეთში ბროილერის ქათმის ფერმა აშენდა. მეფრინველეობის ფერმა გათვლილია 1,800,000 (მილიონ რვაასი ათასი) ცალი ქათმის წარმადობაზე წელიწადში. პროექტის მიხედვით პროდუქციის დისტრიბუცია პირველ ეტაპზე

მოხდა ადგილობრივ ბაზარზე, რაც მნიშვნელოვანად შეამცირებს მოთხოვნას იმპორტირებულ

ქათმის ხორცზე. კომპანიის მიზანი იმპორტირებული პროდუქციის ადგილობრივი წარმოებით ჩანაცვლებაა. განვითარების შემდეგ ეტაპზე კომპანია ექსპორტზე გასვლას გეგმავს. ფერმის როგორც მშენებლობისას, ასევე ექსპლუატაციის პროცესში კომპანიის მიერ   ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა (მინ. 90 %) დასაქმდა, რამაც  დადებით გავლენა იქონია ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე.  პროექტში ინვესტიციის ჯამური მოცულობა 22 მლნ. ლარია.

„საქართველო ბანკი სხვადასხვა დარგის,  ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას განაგრძობს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გვერდით დავუდგეთ ბიზნესს, რომელიც იმპორტირებული პროდუქტის უფრო მაღალი ხარისხის, ადგილობრივი წარმოებით ჩანაცვლებას შეძლებს. კომპანიამ სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო ოპერირება და უკვე აქვს ამბიციური გეგმები. მნიშვნელოვანია რომ ფერმაში დასაქმებულთა უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეობაა, რაც სოფლის განვითარებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ კომპანიას და ჩვენს თავს ამ მნიშვნელოვანი ინვესტიციის განხორციელების საქმეში“,- განაცხადა ზურაბ ქოქოსაძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მიმართულების ხელმძღვანელმა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics