|
2020-07-17 16:45:16, 4589 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სატელეფონო ცენტრი განახლებულ შენობაში იწყებს მუშაობას
დღეიდან, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სატელეფონო ცენტრი (2-299-299) თანამედროვე შენობაში გააგრძელებს მუშობას. განახლებული ინფრასტრუქტურა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ გახსნეს. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი და შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსი ლევან დგებუაძე. დისტანციური მომსახურების მიმართ გადამხდელების გაზრდილმა მოთხოვნებმა აუცილებელი გახადა თანამედროვე დისტანციური სერვისცენტრებისთვის შესაბამისი ტექნიკური შესაძლებლობების დანერგვა, რაც გადამხდელს საშუალებას მისცემს ოპერატიულად მიიღოს მაღალი ხარისხის მომსახურება მრავალფუნქციური ონლაინსერვისების გამოყენებით. „საინფორმაციო სატელეფონო ცენტრი სრულად აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით. ეს არის თანამედროვე სტანდარტების ცენტრი, როგორც ინფრასტრუქტურით, ისე პროცესების მართვის კუთხით. ამ დროისთვის, ადგილზე მუშაობს 32 კონსულტანტი, თუმცა მომავალში იგეგმება ამ რაოდენობის გაზრდა, რათა მოხეს ე.წ. ონლაინ ჩათის შესაძლებლობების კიდევ უფრო გაფართოება. სატელეფონო ცენტრში დანერგილია ზარების მართვის უახლესი პროგრამული უზრუნველყოფა და სისტემები. მინდა საინფორმაციო სატელეფონო ცენტრის თითოეულ თანამშრომელს მივულოცო დღევანდელი დღე", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა. როგორც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ აღნიშნა, ბოლო 6 თვის განმავლობაში შემოსავლების სამსახურის სატელეფონო ცენტრი 150 ათასზე მეტ მომხმარებელს მოემსახურა. „შემოსული ზარების განაწილების სისტემის საშუალებით, მომხმარებელი თავად შეარჩევს საბაჟო ან საგადასახადო კონსულტანტს და ოპერატორისგან სწრაფად მიიღებს კვალიფიციურ მომსახურებას. ახალი ტექნოლოგიური პარამეტრების გამოყენებით, ყოველდღიურად 1600-მდე ზარის მიღება იქნება შესაძლებელი. ყველა თანამშრომელს ვულოცავ უახლესი სტანდარტებით აღჭურვილი შენობის გახსნას და ვუსურვებ წარმატებულ სამსახურებრივ საქმიანობას," - განაცხადა მან. ამჟამად, განახლებული ცენტრის საინფორმაციო ტექნოლოგიებში გაერთიანებული და ინტეგრირებულია ყველა საჭირო საკომუნიკაციო არხი, რაც საშუალებას იძლევა მოხდეს არამარტო სატელეფონო ზარების სერვისებით, არამედ მრავალფუნქციური სისტემებით მომსახურება, იქნება ეს - ონლაინ ჩათი, SMS სერვისი, ავტომატური გადარეკვის ფუნქციონალის გამოყენება გადამხდელების წინასწარ შერჩეულ კატეგორიაზე, მნიშვნელოვანია ე.წ. IVR-ის „ვირტუალური კონსულტანტის" ფუნქციის დამატება, რომლის მეშვეობით მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება მიიღოს ინფორმაცია კონსულტანტთან დაკავშირების გარეშე და სხვა. აღსანიშნავია საინფორმაციო სატელეფონო ცენტრის მუშაობა COVID-19-ის პირობებში. ქოლცენტრის სამუშაო გრაფიკის 9-დან 20 საათამდე და შაბათ-კვირის ჩათვლით გახანგრძლივების პირობებში, 2020 წლის აპრილი-ივნისის პერიოდში მომსახურება გაეწია 71 000-ზე მეტ ზარს, აქედან არასამუშაო საათებში სატელეფონო ცენტრმა მიიღო 6 980 ზარი. ახალი სისტემის ინსტალაციით, ქოლცენტრს მოეხსნება აქამდე არსებული ყველა კრიტიკული პრობლემა და შეიძენს დამატებით შესაძლებლობებს, მოემსახუროს მომხმარებელს სწრაფად, მოხერხებულად, ყველა იმ ფუნქციონალით და ხარისხობრივი სტანდარტით, რაც თანამედროვე მაღალი დონის საინფორმაციო სატელეფონო ცენტრებს მოეთხოვებათ. საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპული ორგანიზაციის (IOTA) რეკომენდაციის გათვალისწინებით, ქოლცენტრში იმუშავებს კონსულტანთა მცირე გუნდი, რომელიც პერმანენტულად იზრუნებს პერსონალის ინფორმაციით უზრუნველყოფასა და მომხმარებლებზე ადაპტირებული, კვალიფიციური პასუხების მომზადებაზე.
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)