|
2020-07-17 10:08:56, 10467 ნახვა
სხვადასხვა
აფრიკის დასახლებაში ახალი სკვერი ეწყობა
სამგორის გამგეობა რაიონში დასასვენებელი სივრცეების მოწყობას აქტიურად განაგრძობს. აფრიკის დასახლებაში, ჭიჭინაძის ქუჩაზე სკვერის მოწყობა სრულდება. პროექტის ღირებულება 186 490 ლარია. ახალი დასასვენებელი სივრცე ჭიჭინაძის N1-ში, მე-7 კორპუსის მიმდებარედ 1 100 კვ.მ ფართობზე განთავსდება. სკვერში საბავშვო მოედნები ატრაქციონებით, დასასვენებელი პავილიონი, ფიტნეს ზონა, საქანელა და საბაღე სკამები განთავსდება. ტერიტორია უკვე შემოიფარგლა დამცავი ღობით, მიმდინარეობს საფეხმავლო ბილიკების დეკორატიული ფილებით მოპირკეთება, გამოიყოფა გამწვანებული ზოლები და მოეწყობა გარე განათების სისტემა. სამუშაოებს, სამგორის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია „ჩვენი ჯგუფი“ აწარმოებს. მიმდინარე წელს, სამგორის რაიონში შვიდი სკვერის მოწყობა დასრულდა, რვა პროექტი კი მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)