15:56 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-16 16:01:18, 9894 ნახვა

სხვადასხვა
Unicef-ი ე.წ. „ოცნების ქალაქის“ კომისიის მუშაობასა და კრიტერიუმების შემუშავებაში მიიღებს მონაწილეობას

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (Unicef) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს ღასან ხალილს შეხვდა.

თორნიკე რიჟვაძემ ღასან ხალილს განათლებისა და ჯანდაცვის სისტემუს გაუმჯობესების პროცესში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ფონდის მნიშვნელობას ბავშვების ზრდისა და განვითარების უზრუნველყოფის პროცესში.

გაეროს ბავშვთა ფონდი ჩაერთვება ე.წ. „ოცნების ქალაქის"  სამუშაო ჯგუფის მუშაობაში, რომელიც განიხილავს კრიტერიუმებს მოქალაქეების დაკმაყოფილების მიზნით.

შეხვედრაზე განიხილეს Unicef-ის მხარდაჭერით განხორციელებული და მიმდინარე პროგრამები, რომელთა შედეგადაც აჭარა თანამედროვე ჯანდაცვის სერვისებით ისარგებლებს.

დღესვე ღასან ხალილი  კლინიკა ,,მედინას"ეწვია, სადაც  ორსულთათვის დისტანციური ანტენატალური ზრუნვის პროგრამის პრეზენტაცია გამართა, რომელიც აჭარაში დღეიდან დაიწყება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბათუმის ბოტანიკურ ბაღთან მატარებელი ქალს დაეჯახა
TBC-ის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ზელენსკი: თუ Patriot-ის რაკეტების 10% გვექნება, ყველა რუსულ ბალისტიკურ რაკეტას გავანადგურებთ
პიტ ჰეგსეთი: კუბასთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის სამხედროც
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics