02:17 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-10 14:56:33, 3105 ნახვა

სამართალი
დამოუკიდებელი ექსპერტი - შაქარაშვილი გარდაცვალების დროს, პრაქტიკულად, ფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა

დამოუკიდებელი ექსპერტის ალექსანდრე გეჯაძის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილი გარდაცვალების დროს, პრაქტიკულად, ფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

მისი თქმით, შაქარაშვილის სისხლში 0.85 ეთილის სპირტი აღმოჩნდა.

„ერთ-ერთი პასაჟია, რომ ალკოჰოლთან მიმართებაში სისხლში აღმოჩნდა 0.85 ეთილის სპირტი, ეს ნიშნავს იმას, რომ პრაქტიკულად, თითქმის ფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა გარდაცვლილი სიკვდილის დროს.

სახეზე იყო ბლაგვი ტრავმა, რაც გამოიხატებოდა სისხლნაჟღენთების არსებობაში და ადგილი ჰქონდა სისხლჩაქცევას, რომელსაც ჰქვია ჰემატომა. გიდასტურებთ, რომ ცხედარს გარეგანი დათვალიერებით ჰქონდა საკმაოდ ბევრი დაზიანება. კერძოდ, სახის, მენჯის, მუცლის ნაწილებში. შუბლის არეში გვაქვს არაერთი სისხლნაჟღენთი“, - განაცხადა დამოუკიდებელმა ექსპერტმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics