|
2020-07-09 15:07:13, 4228 ნახვა
ეკონომიკა
ევროკავშირი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და FAO 2 მილიონი ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო გრანტებს გასცემენ
ევროკავშირის (EU), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პროექტის ფარგლებში, საგრანტო კონკურსზე შემოტანილ 35 განაცხადს 2 მილიონი ლარის ოდენობის გრანტი დაუმტკიცდა. კონკურსი სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების 40-დან 75 პროცენტამდე თანადაფინანსებას ითვალისწინებს. სასოფლო-სამეურნეო საგრანტო კონკურსის გამარჯვებულების გამოვლენა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD III) ფარგლებში ხორციელდება და COVID-19-ის პანდემიის პირობებში, საქართველოში სურსათის წარმოების მხარდაჭერას ითვალისწინებს. გრანტის მიმღებთა შორის არიან:
საგრანტო კომიტეტმა გრანტების პირველ ეტაპზე შემოსული განცხადებები წლის დასაწყისში უკვე დააკმაყოფილა 2.2 მილიონი ლარით. ევროკავშირისა და FAO-ს საგრანტო პროგრამის შემდეგი ეტაპი ივლისის შუა რიცხვებში გამოცხადდება. კონკურსის თარიღების, განაცხადის წარდგენის, საჭირო თანდართული დოკუმენტაციისა და ხელშეწყობილი ინვესტიციების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე: WWW.FAOGRANTS.GE. საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის გასაძლიერებლად, ევროკავშირს ფერმერთა საგრანტო პროგრამისთვის 18 მილიონი ლარი აქვს გამოყოფილი. FAO-ევროკავშირის პროექტების კოორდინატორი, ხავიერ სანს ალვარესი ფერმერებს, კოოპერატივებსა და მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს კონკურსში ჩართვისკენ მოუწოდებს. „ეს კონკურსი შესანიშნავი შანსია მწარმოებლებისთვის, რათა მათ საკუთარი საქმე გააფართოვონ. FAO-ENPARD-ის საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც მცირე და საშუალო, ისე მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს. მათი ინიციატივების განხორციელება სასოფლო-სამეურნეო დარგების განვითარების დინამიკას გააუმჯობესებს“, - განაცხადა სანს ალვარესმა. ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge.
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)