15:54 - 13 Aug, 2026
|
2020-07-06 10:32:01, 10610 ნახვა
სხვადასხვა
ფანასკერტელის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება
საბურთალოს რაიონში, ფანასკერტელის ქუჩის კეთილმოწყობა სრულდება. სამუშაოების შედეგად, მოწესრიგდა ტროტუარი და 11 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი იგება. მიმდინარე პროცესს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე ადგილზე გაეცნო. „ფანასკერტელის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა დაზიანებული იყო, რაც პრობლემას ქმნიდა. საკმაოდ დიდი ქუჩაა და საზოგადოებრივი ტრანსპორტიც მოძრაობს. პროექტის დასრულების შემდეგ, როგორც ტრანსპორტისთვის, ასევე ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის გადაადგილება კომფორტული გახდება“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ. აღნიშნული პროექტისთვის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 600 000 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს, საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, კომპანია „ლ ენდ ლ“ ახორციელებს.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)