|
2015-09-01 10:53:32, 1194 ნახვა
სხვადასხვა
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ხვალ მაღალმთიან აჭარას ეწვევა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე და მინისტრის პირველი მოადგილე ლევან გორგილაძე ხულოს მუნიციპალიტეტს ეწვევიან. როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში მინისტრი და მოადგილე ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელ ბესიკ ბაუჩაძესთან ერთად დიოკნისისა და რიყეთის პირველადი ჯანდაცვის ცენტრებს მოინახულებენ, შეხვდებიან სამედიცინო პერსონალს და გაეცნობიან მათი საქმიანობის მიმდინარეობას. მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წელს, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სოფლებში საექიმო კადრების დამაგრების, მათი სოციალურ-ეკონომიური პირობების გაუმჯობესების და სოფლის მოსახლეობისათვის ბაზისური, უწყვეტი სამედიცინო მომსახურების მიწოდების მიზნით ახდენს ექიმების მატერიალურ სტიმულირებას. პროგრამის „სოფლის ექიმების დამატებითი შრომის ანაზღაურება“ ფარგლებში მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების - ქედის, შუახევისა და ხულოს სოფლის ექიმებს ყოველთვიურად ხელფასზე დანამატის სახით ერიცხებათ 300 ლარი, ხოლო ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების სოფლის ექიმებს 150 ლარი. მინისტრი ასევე შეხვდება დიოკნისისა და რიყეთის თემების მოსახლეობას და გაეცნობა ჯანდაცვის კუთხით არსებულ პრობლემებს. ივლისის თვეში ნუგზარ სურმანიძე შუახევის მუნიციპალიტეტს სტუმრობდა, მაშინ მინისტრი შუბნისა და ოლადაურის თემების პირველადი ჯანდაცვის ცენტრების საქმიანობას გაეცნო.
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)