|
2020-06-30 15:13:03, 2555 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - რეგულარული ფრენების თუნდაც მესამედი რომ დაგვეშვა, კვირაში 200 რეისი შესრულდებოდა, რაც იქნებოდა ეპიდემიოლოგიური კატასტროფა
„ჩვენ მივიღეთ რეგულარული ფრენების დროებით აკრძალვის გახანგრძლივების გადაწყვეტილება, თუმცა იმ პირობებში, როდესაც ძალიან ინტენსიური ჩარტერული ფრენები გვაქვს შენარჩუნებული," - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. „აგიხსნით, რას ნიშნავდა რეგულარული ფრენების დაშვება. შარშან ჩვენ ამ დროს გვქონდა კვირაში 600 რეგულარული ფრენა 80-ზე მეტი მიმართულებით. ჩვენ რომ დაგვეშვა რეგულარული ფრენების თუნდაც მესამედი, გამოდიოდა, რომ შესრულდებოდა კვირაში 200 ფრენა, რაც, რა თქმა უნდა, იქნებოდა ეპიდემიოლოგიური კატასტროფა და ჩვენი მხრიდან სრულიად უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, რასაც ვერ დავუშვებდით. ჩვენ ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოს არც მანამდე ვიყავით მოწყვეტილები და ჩარტერული რეისების მეშვეობით კომუნიკაციას ვახორციელებდით. ჩვენ დღეს გაცილებით მეტი ვიცით, თუ როგორ გავატაროთ პრევენციული ზომები. დღეიდან 6 ივლისის ჩათვლით საერთაშორისო ჩარტერული ფრენა ყოველდღე შესრულდება. ევროკავშირის უსაფრთხო ქვეყნების სიის გამოქვეყნების შემდეგ, რომელშიც, იმედია, საქართველოც იქნება, განვაგრძობთ მუშაობას ამ მიმართულებით“, - განაცხადა ნათია თურნავამ. მინისტრის თქმით, ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას, უცვლელი რჩება პრიორიტეტი, რომელიც საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას ითვალისწინებს. „ამიტომაც გვაქვს უდიდესი იმედი, რომ აღმოვჩნდებით ევროკავშირის უსაფრთხო ქვეყნების სიაში - სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ ვიცავთ ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებას, მათ შორის, საზღვრების უსაფრთხო კონტროლის და მონიტორინგის გზით," - განაცხადა ნათია თურნავამ. „შარშან კვირაში 600 ფრენა გვქონდა. ეს ძალიან კარგი იყო და ტურიზმიც ვითარდებოდა. წელს ამის დაშვება აბსოლუტურად არაადეკვატური გადაწყვეტილება იქნება. ჩვენთან ჩარტერები ისეთი რეგულარობით განხორციელდება, რომ იქნება ძალიან კომფორტული როგორც ჩვენი მოქალაქეებისთვის, ასევე სტუმრებისთვის ევროკავშირიდან," - განაცხადა მინისტრმა.
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)