14:01 - 12 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-26 14:59:23, 19763 ნახვა

High - Tech
ფანტასტიკურ ფილმში რობოტი ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს

რობოტი ერიკა ახალ ჰოლივუდურ ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს. ამის შესახებ გამოცემა The Hollywood Reporter იუწპება.
ფილმ "ბ"-ს გადაღებები 2021 წლის ზაფხულისთვისაა დაგეგმილი. ლენტის სიუჟეტი გენიალური მეცნიერის ირგვლივ ვითარდება, რომელმაც შექმნა პროგრამა, რომელსაც ადამიანეის დნმ-ის გაუმჯობესება შეუძლია. მეცნიერი ხვდება, რომ მის გამოგონებას კაცობრიობაზე ცუდი გავლენის მოხდენა შეუძლია და ანადგურებს მასალებს. ერიკა სწორედ ამ ალგორითმის შედეგია და მასში თავდაპირველი კოდია დამალული.
ფილმის პროდიუსერის სემ ჰოსეს თქმით, ერიკა იაპონელი მეცნიერების ხიროში იშიგუროს და ჰოკეი ოგავას ქმნილებაა.
"ჩვეულებრივი მსახიობები თამაშის დროს საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებას იყენებენ. ერიკას ეს გამოცდილება არ გააჩნია. ის ამ როლისთვის ნულიდან შექმნეს. ჩვენ შევქმენით ემოციები და მოძრაობები, ხასიათი და მიმიკა",-დაწერა სემ ხოსემ საკუთარ "ტვიტერზე".
"ბ" სავარაუდოდ 2021 წლის ბოლოს გამოვა.





ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics