10:02 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-26 11:45:24, 1925 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი ხანიშვილი ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების ქარხანაში „ზედაზენი" პროდუქციის წარმოების პროცესს გაეცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების ქარხანაში -  „ზედაზენი",  პროდუქციის წარმოების პროცესს გაეცნო.

 

კორონავირუსის პანდემიის პირობებში, კომპანია „ზედაზენში“ ლუდის ბრენდი „აია“ აღადგინეს და ახალი ლუდი „რავი“ შესთავაზეს მომხმარებელს.

 „ქარხანა, რომელიც აღჭურვილია ევროპული წარმოების ყველაზე თანამედროვე ტექნიკით, ქართველ და უცხოელ მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის პროდუქციას აწვდის. კორონავირუსის პერიოდში „ზედაზენმა“ შეძლო ლუდის ორი ახალი ბრენდი მიეწოდებინა ბაზრისთვის და 20%-მდე გაეზარდა პროდუქციის ექსპორტი, რაც კრიზისული სიტუაციის დროს სწორი მენეჯმენტის შედეგია“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

კომპანია „ზედაზენის“ დამფუძნებელმა, ცეზარ ჩოჩელმა ხაზი გაუსვა კორონავირუსის პანდემიის პირობებში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წვლილს პროდუქციის წარმოების უწყვეტობის შენარჩუნებაში.

„ვფიქრობ, ბევრი რამ გაკეთდა იმისთვის, რომ კორონავირუსის პანდემიის პერიოდი მაქსიმალურად უმტკივნეულოდ გაგვევლო, თავიდან აგვერიდებინა კადრების დათხოვნა, წარმოების შეჩერება და ბაზრიდან გასვლა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს დამსახურებაა, რომ შევძელით პრიორიტეტების და საკუთარი რესურსების სწორად და ოპტიმალურად მოკლე დროში გადალაგება. დღეისათვის, ჩვენს ბიზნესს აქვს ერთადერთი საზრუნავი - კრიზისის შემდეგ, რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტიანად მოხდეს ზრდის ეტაპზე გადასვლა“, - აღნიშნა ს.ს. „ქართული ლუდის კომპანიის“  დამფუძნებელმა, ცეზარ ჩოჩელმა.

 

 „ზედაზენის“ ქარხანამ წარმოება 2012 წელს დაიწყო და დღესდღეობით წარმოებაში 400-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. დაფუძნებიდან დღემდე, კომპანიამ წარმოებაში 120 მლნ. ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics