10:02 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-26 11:07:19, 1947 ნახვა

ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილი: სასურსათო და საკვები პროდუქციის ვაჭრობის სფეროში ბუნებრივი დანაკარგების ჩამოწერა ბიზნესს დაუზოგავს როგორც დროის, ისე ფულად რესურსებს

სასურსათო და საკვები პროდუქციის ვაჭრობის სფეროში ბუნებრივი დანაკარგების ჩამოწერა ბიზნესს დაუზოგავს როგორც დროის, ისე ფულად რესურსებს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, კერძო სექტორთან თანამშრომლობის შედეგად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ შემუშავდა ცვლილებები საგადასახადო ადმინისტრირების მიმართულებით, რომელიც შეეხება საქონლის ჩამოწერის პროცედურებს.

„ერთი მხრივ, უქმდება 100 ლარამდე ღირებულების საქონლის ჩამოწერის საფასური, ხოლო მეორე მხრივ, მნიშვნელოვნად მარტივდება თავად ჩამოწერის პროცედურა. ეს არის ძალიან კარგი მაგალითი კერძო სექტორისა და სახელმწიფოს ერთობლივი თანამშრომლობისა, რომლის შედეგადაც მნიშვნელოვნად შემსუბუქდება საგადასახადო ადმინისტრირების ტვირთი და პრობლემატური საკითხები, რომლებიც ამ სფეროში წლების განმავლობაში არსებობდა, სრულად მოგვარდება“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics