10:24 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-10 15:06:43, 1977 ნახვა

სამართალი
ვახტანგ გომელაურმა რუსთავში პოლიციის ახალი შენობა გახსნა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა რუსთავში პოლიციის ახალი შენობა გახსნა. ღონისძიებას მინისტრის მოადგილეები და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დაესწრნენ.

რუსთავის საქალაქო სამმართველოს მესამე განყოფილების შენობის მშენებლობა საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში განხორციელდა. შენობა  თანამედროვე სტანდარტებს სრულად შეესაბამება.

პოლიციის განყოფილების ახალ შენობაში კრიმინალური პოლიციის 50-მდე თანამშრომელი იმუშავებს. შენობაში მოწყობილია დეტექტივებისა და გამომძიებლების სამუშაო სივრცე, დასაკითხი, ამოსაცნობი და ნივთმტკიცების ოთახები და სპორტული დარბაზი თანამშრომლებისთვის. პოლიციის ახალი შენობა სრულად ადაპტირებულია სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის.

შენობის დათვალიერების შემდეგ, ვახტანგ გომელაურმა სამინისტროს ქვემო ქართლის რეგიონის სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა.

შეხვედრაზე მინისტრმა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებები მიმოიხილა და დანაყოფების ხელმძღვანელებისგან რეგიონში არსებული სიტუაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. ვახტანგ გომელაურმა მათ მადლობა გადაუხადა კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში აქტიური ჩართულობისთვის. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა მინისტრი  რეგიონში დანაშაულთან ბრძოლისა და პრევენციის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებსაც გაეცნო.

მინისტრმა თანამშრომლებს სამუშაო პროცესთან დაკავშირებით შესაბამისი დავალებები მისცა.

ვახტანგ გომელაურმა  მოინახულა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების რუსთავის ცენტრი და  საპატრულო პოლიციის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს გაესაუბრა.

შინაგან საქმეთა მინისტრი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზე იმყოფებოდა და პირად შემადგენლობას შეხვდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის 10 სამხედრო ობიექტი დაბომბეს
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ქუვეითსა და ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics