|
2020-06-06 11:56:42, 17619 ნახვა
კულტურა
იუსტიციის მინისტრმა ხობში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა
საქართველოს ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რიგით 77-ე საზოგადოებრივი ცენტრი ქალაქ ხობში გახსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ: ხობის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი (დაჩი) ბერაია, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი სოსო გიორგაძე. ხობის საზოგადოებრივი ცენტრი სამეგრელოს რეგიონში რიგით მერვეა. ცენტრები უკვე ფუნქციონირებენ ორსანტიაში, რუხში, ჯვარში, ჯგალში, ჭალადიდში, აბაშასა და ლესიჭინეში. საზოგადოებრივი ცენტრი ხობისა და მიმდებარე სოფლების – ხამისკურის, ხეთას, ზემო და ქვემო ქვალონის, ბიას, ახალი და ძველი ხიბულას, საჯიჯაოს, გურუფულის, პირველი ხორგასა და სხვა დასახლებების – 31 000-ზე მეტ მცხოვრებს მოემსახურება. საზოგადოებრივი ცენტრის ახალი შენობა ხობში ცოტნე დადიანის ქუჩაზე აშენდა. თანამედროვე სტანდარტების ახალ შენობას აქვს შშმ პირებისთვის განკუთვნილი პანდუსი. ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს, კომფორტულ გარემოში სწრაფად, ადგილიდან გაუსვლელად ისარგებლოს სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი მომსახურებით. მომხმარებელს ე.წ. ერთი ფანჯრის პრინციპით შეუძლია, აიღოს პასპორტი/პირადობის მოწმობა, განახორციელოს უძრავი ქონების რეგისტრაცია, მიიღოს საკადასტრო გეგმა თუ საარქივო მომსახურება და სხვ. ახალგახსნილ საზოგადოებრივ ცენტრში უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკაა, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად ბეჭდური გამოცემებიც არის დაცული. ბეჭდური და ციფრული ბიბლიოთეკა, უფასო ინტერნეტი მოზარდებსა და ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით შეიძინონ ცოდნა. ადგილობრივი მოსახლეობის სამოქალაქო ჩართულობის სტიმულირებისთვის ცენტრში თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი შეხვედრების დარბაზია მოწყობილი, სადაც სხვადასხვა შინაარსის საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრის, პრეზენტაციისა და დისტანციური სწავლების ჩატარებაა შესაძლებელი. როგორც სხვა საზოგადოებრივ ცენტრებში, ხობის ცენტრშიც განთავსებულია კერძო კომპანიების − „მაგთიკომის“ და „ლიბერთი ბანკის“ − ფილიალები. მოსახლეობას შეუძლია, ასევე, ცენტრებში 24-საათიანი უკაბელო უფასო ინტერნეტითა და სკაიპის ოთახით ისარგებლოს. სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი რესურსით საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა მიმდინარე წელს კვლავ გაგრძელდება.
„თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
ბერა ივანიშვილზე დაწერილი პოსტის გამო, ნატა ფერაძე სასამართლოში დაიბარეს
სუს: სოფელ ბერუშეთთან ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პაპუაშვილი: რეზოლუციებმა საბოლოოდ გადაკვეთეს ქართველი ხალხის მიერ დადგენილი წითელი ხაზები
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)