13:58 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-05 15:24:04, 3844 ნახვა

ეკონომიკა
პრემიერ-მინისტრი - უნდა ვასწავლოთ ქართველებს, რომ საქართველოში დაისვენონ და ფული შიდა ტურიზმში გადაიხადონ

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ქართველებს უნდა ვასწავლოთ, რომ საქართველოში დაისვენონ და ფული შიდა ტურიზმში გადაიხადონ.

მისი თქმით, ეს პროცესი რთული იქნება იმიტომ, რომ ყველაფერი უკიდურესად ფრთხილადაა გასაკეთებელი.

„პირველ ეტაპზე გაიხსნება შიდა ტურიზმის და დარწმუნებული ვარ, რომ შიდა ტურიზმიც საკმაოდ სერიოზულ მოთხოვნას დააგენერირებს. იმიტომ, რომ დღეს ფაქტია, რომ ქართველები საზღვარგარეთ დასასვენებლად ვერ წავლენ. ბოლო რამდენიმე წელია ძალიან შეუყვარდათ იქ, არ ვიტყვი სადაც სიარული, ვიღაცას რომ არ ვაწყენინო. ამიტომ პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, უნდა ვასწავლოთ ქართველებს, რომ დაისვენონ საქართველოში და ფული გადაიხადონ ტურიზმში საქართველოში. ნათესავთან ჩავედი, ბებიასთან ჩავედი, ეს არაა, ესეც შიდა ტურიზმია და ამასაც თავის ძალა აქვს. ამაზე სწრაფად უნდა ავკრიფოთ, სწრაფად უნდა ვისწავლოთ, სტანდარტები უნდა დავაკმაყოფილოთ და შემდგომ უკვე მზად უნდა ვიყოთ იმისთვის ,რომ უცხოეთიდან სტუმრები მივიღოთ. რთული იქნება იმიტომ, რომ ეს ყველაფერი უკიდურესად ფრთხილადაა გასაკეთებელი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მერცი: აშშ-მ გერმანიისთვის Tomahawk-ის მიყიდვას დაამტკიცა
კალაძე: ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება
ISFED-მა იმედის 26 მაისის ქარდის მომწონებლებს შორის 1 500-ზე მეტი ტროლ-ბოტი გამოავლინა
მერცის განცხადებით, გერმანიამ Tomahawk-ის რაკეტების შესყიდვის შესახებ აშშ-სთან შეთანხმებას მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics