|
2015-08-25 15:23:03, 735 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ ჯავახიშვილი: როდესაც ადამიანი ქვეყნის ეროვნულ ვალუტაზე ლაპარაკობს, ყოველთვის ფრთხილად უნდა იყოს
როდესაც ქვეყნის ეროვნულ ვალუტაზე ლაპარაკობს ადამიანი, ყოველთვის ფრთხილად უნდა იყოს, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა პრემიერის შენიშვნის საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმად „უპასუხისმგებლო ექსპერტები და პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ლარი გაუფასურდება“. ჯავახიშვილის თქმით, პრემიერის განცხადება სწორი იყო. „უხსოვარი დროიდან, რაც ფული შეიქმნა, იმის მერეა ეს პრობლემა. კუპონის პერიოდი რომ გვქონდა, ხელისუფალის თუ ექსპერტის ნებისმიერ განცხადებას ძალიან დიდი რეალური შედეგები ჰქონდა, უარყოფითიც და დადებითიც. საერთოდ, როდესაც ქვეყნის ეროვნულ ვალუტაზე ლაპარაკობს ადამიანი, ყოველთვის ფრთხილად უნდა იყოს. იმიტომ რომ ამაზეა ადამიანის ამ წუთიერი იმედები დაფუძნებული. პრემიერი აბსოლიტურად მართალი იყო, ეს შეურაცხმყოფელი არ იყო არავისთვის, უფრო მოწოდება იყო იმისა, რომ ფრთხილად მოიქეცით, როდესაც ლარზე ლაპარაკობთ“, – განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)