|
2020-05-31 09:49:56, 11416 ნახვა
სხვადასხვა
European Safest Destination 2020-ის რეიტინგში პირველ ადგილს თბილისი იკავებს
ევროპის 20 ყველაზე უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებაზე European Best Destinations-ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში თბილისი პირველ ადგილს იკავებს. Covid 19-ის თვალსაზრისით, ყველაზე უსაფრთხო მიმართულებად ევროპაში სწორედ თბილისი დასახელდა. „თბილისი არის Covid 19-ით ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად დაზარალებული ქვეყნის- საქართველოს დედაქალაქი. საქართველომ ძალიან სწრაფად მოახდინა რეაგირება და შესაბამისი ზომების მიღება, რამაც ეპიდემიის უკიდურესად დაბალ დონეზე შენარჩუნების საშუალება მისცა. ქვეყანაში Covid-19–ის 260 – ჯერ ნაკლები შემთხვევა ფიქსირდება, ვიდრე ევროპის ყველაზე დაზარალებულ ქვეყნებში. ქვეყანა საზღვრებს საერთაშორისო ვიზიტორებისათვის 1 ივლისს ხსნის და შესაბამისად ნერგავს უსაფრთხოების ნორმებს, რათა დაიცვას მოგზაურების და საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობა და მისცეს მათ საშუალება, ისიამოვნონ უსაფრთხო დასვენებით საქართველოში. მსოფლიო პანდემიის შემდეგ ყველაზე მეტად გვსურს ახალი გამოცდილებების მიღება და თბილისი არის ზუსტად ის, რაც გვჭირდება: ადგილი, სადაც ერთმანეთს საუკეთესოდ ერწყმის წარსული, აწმყო და მომავალი, კულტურა და დასვენება. საქართველოს დედაქალაქი არასდროს ყოფილა ისეთი ტრენდული, როგორც 2020 წელს. ეს არის იდეალური სამოგზაურო მიმართულება კულტურის, გასტრონომიის, მრავალფეროვნებისა და არქიტექტურის მოყვარულთათვის. „WOW” ეფექტი ქალაქში მოგზაურობისას გარანტირებულია. თბილისი განსაკუთრებით მომხიბვლელია გაზაფხულზე და ზაფხულში, როდესაც ბუნება იღვიძებს და ასევე ზამთარში ქალაქის ათასობით ფერადი საშობაო განათების და დეკორაციის ფონზე,“ - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში რეიტინგში ასევე მოხვდა ქალაქი ბათუმი, რომელიც მე-7 ადგილს იკავებს. European Best Destinations-ის 20 ყველაზე უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებებად დასახელებულია: კორფუ, ზაგრები, ვარშავა, ვენა, ვილნიუსი, გდანსკი, რიგა, ზაგრები, და ა.შ. ევროპის საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებები (EBD) არის ევროპის წამყვანი დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა ევროპაში კულტურისა და ტურიზმის ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის მიზნით. ბმული: https://www.europeanbestdestinations.com/best-of-europe/coronavirus-safest-holiday-destinations
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარაბარა ფოსი დაინიშნა
პარტია ლელო : კობახიძის სიტყვები აფხაზეთში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით საკმარისი არ არის
გახარიას პარტია: აფხაზეთში კომერციული საწვავის იმპორტი საქართველოს უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)