17:28 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-21 14:16:23, 1374 ნახვა

ეკონომიკა
მაჭავარიანი: მოვუწოდებთ დამსაქმებლებს დროულად მოგვაწოდონ ინფორმაცია იმ თანამშრომლების შესახებ, რომლებმაც სახელმწიფოსგან 1200- ლარიანი საკომპენსაციო პაკეტი უნდა მიიღონ

მოვუწოდებთ დამსაქმებლებს დროულად მოგვაწოდონ ინფორმაცია იმ თანამშრომლების შესახებ, რომლებმაც სახელმწიფოსგან 1200-ლარიანი საკომპენსაციო პაკეტი უნდა მიიღონ, რათა დროულად მოხდეს დახმარების გაცემა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განცხადებით, ცვლილება შევიდა მთავრობის დადგენილებაში და ამ ინფორმაციის წარდგენა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში დამსაქმებელს მიმდინარე წლის 1-ელ ივნისამდე შეუძლიათ.

„ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა ვთხოვოთ ყველა კომპანიას, დამსაქმებელ იურიდიულ პირს, რომ მაქსიმალურად ჩქარა მოგვაწოდონ ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებ, ვისზეც ხელფასის გაცემა არ ხდება, იქნება ეს უფასო შვებულება, დროებით გათავისუფლება, თუ სხვა.  მათ პირველ ივნისამდე უნდა მოგვაწოდონ ეს ინფორმაცია, მოგვაწოდონ თანამშრომელთა საბანკო ანგარიშები, რათა დროულად მოხდეს 1200-ლარიანი საკომპენსაციო პაკეტის გადახდის დაწყება. ამავდროულად, იცით, რომ მთავრობის დადგენილებაში შევიდა ცვლილება. თავდაპირველად საგანგებო მდგომარეობის თარიღით იყო განსაზღვრული დოკუმენტაციის წარდგენის ვადა და შემდეგ 1-ელ ივნისამდე გადავწიეთ. კიდევ გავიმეორებ პირობებს - აღნიშნული კომპენსაცია ერგებათ მათ, ვისაც პირველ კვარტალში ერთი თვე მაინც ერიცხებოდათ ხელფასი და დღეს, ხელფასი აღარ ერიცხებათ“,-აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics