|
2015-08-21 13:44:56, 672 ნახვა
ეკონომიკა
ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით ყაზბეგის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა
ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით დასასრულს უახლოვდება რეგიონებში გასვლითი შეხვედრები. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 25 აგვისტოს 10:00 საათზე, ანალოგური სიგნალი საქართველოს რამდენიმე რაიონთან ერთად ყაზბეგის მუნიციპალიტეტში გაითიშება. შესაბამისად, საინფორმაციო შეხვედრა ანალოგური სიგნალის გათიშვამდე რამდენიმე დღით ადრე ადგილობრივ მოსახლეობასთან გაიმართა. რეფორმის პროცესში ჩართული მხარეები - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ციფრული მაუწყებლობის სააგენტო და კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოსახლეობას შეხვდნენ. ციფრული რეფორმის მნიშვნელობის გარდა, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ისეთ საკითხებზე, თუ როგორ უნდა მოემზადოს მოსახლეობა ამ მნიშვნელოვანი ტექნიკური სიახლისათვის, როგორი ტელევიზორი, „სეთ-თოფ ბოქსი“ და ანტენაა საჭირო ციფრული სიგნალის შეუფერხებლად მისაღებად. შეხვედრებზე მოხდა ტექნიკური საკითხების ვიზუალური დემონსტრირებაც.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)