|
2015-08-19 11:06:05, 1005 ნახვა
სამხედრო
აშშ-ში საქართველოს საელჩოში მიღება გაიმართა
თავდაცვის მინისტრის ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოში მიღება გაიმართა. მიღებას აშშ-ის სამხედრო თანამდებობის პირები, აშშ-ის მთავრობის, აკადემიური წრეებისა და ვაშინგტონში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ. საპატიო სტუმრებს შორის აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილის თანაშემწე რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში ეველინ ფარკასი, გენერალ ლეიტენანტი ჯოზეფ ანდერსონი (აშშ-ის არმია J - 3/5/7) და ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის სარდალი, გენერალი ჯო ჯერარდრი იყვნენ. მიღებაზე სტუმრებს სიტყვით აშშ-ში საქართველოს ელჩმა არჩილ გეგეშიძემ და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა მიმართეს. თავდაცვის მინისტრმა საკუთარ მიმართვაში ბოლო შვიდი წლის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესია კიდევ ერთხელ გაიხსენა. თინათინ ხიდაშელმა მოწვეულ სტუმრებს საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის შესახებაც უამბო, რომელსაც 31 წელი, სწორედ, 18 აგვისტოს შეუსრულდებოდა. საელჩოში გამართულ მიღებაზე 2008 წლის რუსეთის სამხედრო აგრესიისა და ოკუპაციის შედეგების შესახებ მომზადებული ფოტოკოლაჟის პრეზენტაციაც გაიმართა.
ტრამპმა ჰორმუზის სრუტეზე აშშ-ის სრული კონტროლი გამოაცხადა: „ვფიქრობ, ჩვენ მას შევინარჩუნებთ“
Wildberries-ის აპლიკაცია აშშ-ის App Store-დან გაქრა
ადვოკატი: ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად
კობა ფარტენაძის მიმართ ძალადობისა და დანით დაჭრის მუქარის ბრალდებით დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)