|
2020-05-01 15:01:31, 2115 ნახვა
ეკონომიკა
ტურიზმის ბიზნესისთვის ქონების და საშემოსავლო გადასახადის გადახდა 4 თვით გადავადდა
ტურიზმის ბიზნესისთვის ქონების და საშემოსავლო გადასახადის გადახდა 4 თვით გადავადდა. აღნიშნული, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ დღეს, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამების პრეზენტაციისას განაცხადა. „ანტიკრიზისული ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობამ, ჯერ კიდევ როდესაც იწყებოდა ეპიდემია, მყისიერი ნაბიჯები გადადგა ყველაზე მეტად დაზარალებული ბიზნესების მხარდასაჭერად, ეს იყო ტურიზმის ინდუსტრია და მასთან დაკავშირებული ინდუსტრია, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს ასაქმებს, ქონების და საშემოსავლო გადასახადის გადახდა გადავადდა 4 თვით, შემდეგ, მცირე სასტუმროებისთვის მოქმედებს ცალკე პაკეტი და მე ძალიან ამაყი ვარ, რომ უკვე 3000მდე მცირე სასტუმრო მიმართავს დახმარებას, 50 ნომრამდე მქონე სასტუმროებისთვის ბანკის სესხის პროცენტის სუფსიდირება, რასაც ჩვენ ვაწარმოებთ „აწარმოე საქართველოს“ პროგრამის ფარგლებში, დამატებით ყველა იურიდიული პირისთვის საბანკო სესხების რესტრუქტურიზაცია მოხდა გარკვეული პერიოდით. ასევე, გრძელვადიანი ფინანსური რესურსი 600 მლნ ლარის ოდენობით, საბანკო სისტემის გავლით ისევ ბიზნესისკენ წარიმართება, ძირითადად მცირე და საშუალო ბიზნესი ისარგებლებს ამით იმიტომ, რომ დღეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა კვლავ და კვლავ საბანკო სესხების ხელმისაწვდომობაა, რადგან გაიზარდა რისკები, შემცირდა შემოსავლები და ბიზნესი ისე მარტივად ვეღარ აიღებს სესხს,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)