|
2015-08-17 14:08:43, 1097 ნახვა
სამხედრო
ქართველი ჯარისკაცი პარაკანოე კაიაკის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობისთვის ემზადება
ავღანეთში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე ახმედ საფაროვი იტალიაში პარაკანოე კაიაკის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობისთვის ემზადება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეჯიბრის წინ ნიჩბოსნობაში სპეციალური მომზადების გავლაში საფაროვს საქართველოს ჯომარდობის ფედერაცია დაეხმარება, რომელმაც ქართველ სამხედრო მოსამსახურეს მომავალი ტურნირისთვის მწვრთნელი გამოუყო. პარაკანოე კაიაკის მსოფლიო ჩემპიონატი იტალიის ქალაქ მილანში 19-23 აგვისტოს გაიმართება. ახმედ საფაროვმა კანოე კაიაკის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის სურვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში სარეაბილიტაციო კურსის გავლის დროს გამოთქვა. მსოფლიო ჩემპიონატში საფაროვის მონაწილეობას გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე ეხმაურებიან. თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები ავღანეთში დაჭრილ სამხედროს წარმატებებს უსურვებენ და აღნიშნავენ, რომ დაჭრილი ჯარისკაცების რეაბილიტაცია და სპორტის სხვადასხვა სახეობაში მათი ხელშეწყობა სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. ქართველი სამხედრო მოსამსახურე მსოფლიო ჩემპიონატზე თავად კანოე კაიაკის ევროპის ფედერაციის პრეზიდენტმა მიიწვია. მილანში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს პარაოლიმპიური თამაშების ლიცენზიაც გათამაშდება. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართველი სამხედრო მოსამსახურე მსგავსი ტიპის შეჯიბრში მონაწილეობს. III ქვეითი ბრიგადის 33-ე ბატალიონის რიგითი ახმედ საფაროვი ISAF-ის (საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალები) სამშვიდობო მისიის ფარგლებში, ჰელმანდის პროვინციაში, ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში მსახურობის დროს ნაღმზე აფეთქდა და ორივე ქვედა კიდური დაკარგა. საფაროვმა სარეაბილიტაციო კურსი ვაშინგტონში, ვოლტერრიდის სამხედრო ჰოსპიტალში გაიარა.
ტრამპმა ჰორმუზის სრუტეზე აშშ-ის სრული კონტროლი გამოაცხადა: „ვფიქრობ, ჩვენ მას შევინარჩუნებთ“
Wildberries-ის აპლიკაცია აშშ-ის App Store-დან გაქრა
ადვოკატი: ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად
კობა ფარტენაძის მიმართ ძალადობისა და დანით დაჭრის მუქარის ბრალდებით დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)