|
2020-04-28 19:59:20, 1927 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავამ სებასტიან მოლინეუსთან ონლაინ შეხვედრა გამართა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონალურ დირექტორთან, სებასტიან მოლინეუსთან ონლაინ შეხვედრა გამართა. ონლაინ დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ მსოფლიო ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის უფროსი ეკონომისტი ევგენი ნაიდოვი, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ეკატერინე მიქაბაძე და ირაკლი ნადარეიშვილი. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ მსოფლიო ბანკი საქართველოს ძლიერ და ერთგულ პარტნიორად რჩება და მხარს დაუჭერს მთავრობის ღონისძიებებს ჯანდაცვის, სოციალური დაცვისა და ეკონომიკის აღდგენის მიმართულებით, რომლებიც აუცილებელია ქვეყანასა და მოსახლეობაზე პანდემიით გამოწვეული ზემოქმედების შესასუსტებლად. თავის მხრივ, ნათია თურნავამ მადლობა გადაუხადა მსოფლიო ბანკს შექმნილ კრიზისულ ვითარებაში საქართველოსთვის გაწეული დახმარებისთვის. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ახალ ინსტრუმენტებზე, მათ შორის საკრედიტო-საგარანტიო სქემაზე და მიკროგრანტების პროგრამაზე, რომელიც მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმაშია ასახული და ამ მიმართულებით მსოფლიო ბანკთან შემდგომი თანამშრომლობა და მხარდაჭერის საკითხები განიხილეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)