|
2020-04-27 19:36:42, 14009 ნახვა
ომი უკრაინაში
გამყრელიძე - არ უნდა დაგვრჩეს შთაბეჭდილება, რომ კორონავირუსი დავამარცხეთ
ტრანსპორტირების აღდგენაუნდა მოხდეს ნაბიჯ-ნაბიჯ და არ უნდა დაგვრჩეს შთაბეჭდილება, რომ კორონავირუსი დავამარცხეთ - ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, ჩვენ კარგად უნდა მოვემზადოთ, რაც ყველა არსებული რეკმენდაციის გათვალისწინებას ნიშნავს. "არა ბატონებო, ჩვენ თანდათან უნდა ვიცხოვროთ კორონავირუსულ ინფექციასთან ერთად. უნდა ვისწავლოთ მასთან ერთად ცხოვრება ისე, რომ მისგან მივიღოთ მინიმალურზე მინიმალური ზიანი. ამიტომ ეს შემსუბუქება უნდა იყოს ეტაპობრივი. ერთ-ერთ ეტაპზე აუცილებლად აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, მაგრამ ეს ყველაფერი იქნება დამოკიდებული ეპიდსიტუაციაზე. ეს ახალი ველოსიპედი არ არის, ასე აკეთებს ყველა ის ქვეყანა, რომელიც გადავიდა შემსუბუქების ღონისძიებებზე. საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა ერთ-ერთ ადრეულ ეტაპზე იქნება, მაგრამ მანამდე ჩვენ კარგად უნდა მოვემზადოთ და მომზადება ნიშნავს იმას, ყველა ის რეკომენდაცია, რასაც იძლევა სახელმწიფო, ჯანდაცვის სფერო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი, უნდა დავიცვათ. ყველაზე მთავარი რეკომენდაცია ეს არის სოციალური დისტანცირება, საზოგადოებრივი და პირადი ჰიგიენის მაქსიმალურად დაცვა. მოქალაქეების არშეჯგუფება და დიდი თავყრილობებისა არგამართვა. უნდა გავიმეოროთ ეს სიტყვები, კი მოგაწყინეთ, მაგრამ ამაზე მძლავრი იარაღი სამწუხაროდ, არ არის კოვიდთან ბრძოლაში. აღდგება საზოგადოებრივი ტრანპსორტი, მაგრამ ეს გადაწყდება საკოორდინაციო საბჭოზე და დაავადებათა კონტროლის ცენტრი შესაბამის რეკომენდაციებს მისცემს საკოორდინაციო საბჭოს," - განაცხადა გამყრელიძემ.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)