|
2020-04-26 15:45:38, 13817 ნახვა
ომი უკრაინაში
პაატა იმნაძე - წესით, უკვე პიკში ვართ, ბოდიში თუ ვინმეს იმედი გავუცრუეთ და არ გვაქვს ათასობით შემთხვევა
წესით, უკვე პიკში ვართ, ბოდიში თუ ვინმეს იმედი გავუცრუეთ და არ გვაქვს ათასობით შემთხვევა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. მისი თქმით, ახლა მათი ამოცანაა, პიკი რაც შეიძლება, მეტ ხანს დაიჭირონ პლატოზე. „არის თუ არა პიკი? - მე მგონი, საკმაო ხანია, ვამბობთ, რომ აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში ყველა გათვლებით უნდა ყოფილიყო ქვეყანაში ავადობის პიკი. ძალიან დიდი ბოდიში იმათთან, თუ ვინმეს იმედები გავუცრუეთ და ეს პიკი არ არის ათასობით და არის ათეულობით შემთხვევა. კი, ახლა ჩვენ, წესით, პიკში ვართ და ჩვენი ამოცანა იქნება, ეს პიკი რაც შეიძლება, მეტ ხანს დავიჭიროთ პლატოზე და როგორც ჩემმა ერთმა კოლეგამ თქვა, ეს არ იყოს ჯომოლუნგმა და იყოს, ვთქვათ, პატარა გორაკი“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)