|
2020-04-26 14:35:07, 15552 ნახვა
ომი უკრაინაში
რესპუბლიკურ საავადმყოფოს დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული კიდევ ერთი პაციენტი დატოვებს
თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი დეპარტამენტის ხელმძღვანელის, თეა თავართქილაძის განცხადებით, ჰოსპიტალს დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული კიდევ ერთი პაციენტი დატოვებს. მისი თქმით, ამ ეტაპზე საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 38 პაციენტია. „ამ ეტაპზე ჩვენთან არის 61 პაციენტი. რამდენიმე პაციენტი საკარანტინო ზონაში გადადის. 39 კოვიდინფიცირებულიდან ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი დღეს კლინიკას დატოვებს. ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომ COVID19-ზე დადებითი პასუხის მქონე ხუთი პაციენტი სხვა საავადმყოფოებიდან გვემატება. ჩვენთან გუშინ 13 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება და ყველა უარყოფითი პასუხი მოვიდა. ამ ეტაპზე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 38 კოვიდინფიცირებული პაციენტია, მათგან ყველა სპონტანურ სუნთქვაზეა. ორი პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა, სხვების მდგომარეობა სტაბილურია. დღეს 21 პაციენტის ტესტი გაიგზავნა და პასუხს საღამოს ველოდებით“, - განაცხადა თეა თავართქილაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)