|
2015-08-10 12:42:25, 729 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა სამინისტრო: ლარის კურსზე ბიუჯეტის მხრიდან მოქმედი პარამეტრების გაუმჯობესებაა მოსალოდნელი
ფინანსთა სამინისტროს ინიციატივით, კომერციული ბანკების წარმომადგენლებთან მორიგი საქმიანი დისკუსია გაიმართა, რომელზეც სამინისტრომ მიმდინარე მაკროეკონომიკური მაჩვენებლებისა და სახელმწიფო და ნაერთი ბიუჯეტების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე დეტალური ინფორმაცია წარადგინა. შეხვედრას ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, მინისტრის მოადგილეები, ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში აზიმ სადიკოვი, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი და ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია ესწრებოდნენ. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, კომერციული ბანკების ხელმძღვანელებს მიმდინარე წლის განმავლობაში გაწეული და გასაწევი ხარჯების მოცულობა გააცნეს. ფინანსთა სამინისტროს მხრიდან ხაზი გაესვა, რომ მიმდინარე წელს ბიუჯეტიდან ხარჯვა მაქსიმალურად თანაბარი იქნება და 2015 წლის აგვისტო-სექტემბერში ბიუჯეტის შემოსულობები მნიშვნელოვნად გადააჭარბებს ბიუჯეტის გადასახდელებს. შეხვედრაზე განხილული იქნა როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს ეროვნული ბანკის, ასევე კომერციული ბანკების მიერ მომზადებული პროგნოზები, მათ შორის, ლარის კურსზე მოქმედი ყველა ფაქტორი და შეჯერდა პოზიციები, რომ ამ ეტაპზე არსებული პროგნოზების მიხედვით ლარის კურსზე, ბიუჯეტის მხრიდან მოქმედი პარამეტრების გაუმჯობესებაა მოსალოდნელი. აღსანიშნავია ისიც, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის გავლენა 2015 წელს სავალუტო ნაკადებზე მხოლოდ პოზიტიურია. კერძოდ, დღეისთვის სახელმწიფო ბიუჯეტში უცხოური ვალუტის შემოდინება 81 მლნ აშშ დოლარით აჭარბებს გადინებას. აღნიშნული მაჩვენებელი წლის ბოლომდე გადააჭარბებს 190 მლნ აშშ დოლარს. ყველაფერი ეს მიუთითებს, რომ წლის ბოლომდე ფისკალური სექტორის მხრიდან ეროვნულ ვალუტაზე ზეწოლა არ განხორციელდება. მნიშნელოვანი გარემოებაა, რომ ფინანსთა სამინისტრომ 3%-მდე შეამცირა ბიუჯეტის დეფიციტის საპროგნოზო მაჩვენებელი და ამ მაჩვენებლის გაზრდა არ იგეგმება არც 2016 წელს. სამინისტროს ინიციატივით, ასევე დამატებითი კონსულტაციები გაიმართება ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებისთვის დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებითაც. შეხვედრაზე დაიგეგმა, რომ ამგვარ კომუნიკაციას ჰქონდეს რეგულარული ხასიათი, რათა საბანკო სექტორს ოპერატიულად მიეწოდოს ინფორმაცია ფისკალური სექტორში მიმდინარე პროცესების შესახებ და მოხდეს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შესახებ პროგნოზების და ხედვების გაცვლა. ასევე კომერციული ბანკები ერთ-ერთი პირველი გაეცნობიან 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებს, რათა მათ პირველწყაროდან ჰქონდეთ ინფორმაცია დაგეგმილი სამთავრობო პროგრამების შესახებ.
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
მზადება ახალი თავგადასავლისთვის - თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)