22:05 - 12 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-12 13:09:20, 282 ნახვა

პოლიტიკა
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს

„ლეხ კაჩინსკის მიერ 2008 წელს თბილისში გაკეთებული გაფრთხილება ახლა პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს“, - ნათქვამია პოლონეთის საელჩოს მიერ საქართველოში 12 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებაში - ლეხ კაჩინსკის საქართველოში სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად სოლიდარობისა და რუსეთის საქართველოში შეტევის შესაჩერებლად ჩამოსვლიდან 18 წლისთავზე.

რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ხალხს პოლონეთის პრეზიდენტმა განაცხადა:

„ჩვენ კარგად ვიცით: დღეს საქართველოა, ხვალ უკრაინა, ზეგ ბალტიის ქვეყნები და შემდეგ შეიძლება ჩვენი ქვეყნის, პოლონეთის ჯერი დადგეს“.

პოლონეთის საელჩოს ცნობით, კაჩინსკიმ შეკრებილებს დაარწმუნა, რომ საქართველოს შეეძლო მეგობრების დახმარების იმედი ჰქონოდა და რომ საერთაშორისო საზოგადოების მოვალეობა იყო წინააღმდეგობა გაეწია რუსეთის იმპერიული ამბიციებისთვის.

„მის მიერ მაშინ ნახსენები გამბედაობა და სოლიდარობა ჩვენთვის დღევანდელი და მომავლის გაკვეთილია“, - ნათქვამია დიპლომატიური მისიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს, პოლონეთის პრეზიდენტთან ერთად, თბილისს ლიეტუვის, ესტონეთისა და უკრაინის პრეზიდენტები, ასევე ლატვიის პრემიერ-მინისტრი ჩამოვიდნენ.

ლეხ კაჩინსკი 2010 წლის 10 აპრილს, რუსეთში, სმოლენსკთან ახლოს, ავიაკატასტროფაში დაიღუპა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
სააკაშვილი: საქართველოდან ბენზინი არა აფხაზეთში, არამედ სამხრეთ რუსეთში მიეწოდება
WP: ტრამპი თეთრი სახლის რემონტზე თითქმის 1 მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics