23:06 - 12 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-10 15:14:14, 351 ნახვა

სამართალი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია - მოვუწოდებთ შსს-ს, სასწრაფოდ გამოიძიოს ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე გახშირებული თავდასხმები და მისი უსაფრთხოება უზრუნველყოს

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შსს-ს მოუწოდებს, სასწრაფოდ გამოიძიოს ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე გახშირებული თავდასხმები და მისი უსაფრთხოება უზრუნველყოს. ამის განცხადებას საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტის კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში ყოველ საღამოს თავს ესხმიან, ემუქრებიან და სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ. ჟურნალისტმა დღეს პირად „ფეისბუქ“ გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, საიდანაც ჩანს, რომ ახალგაზრდა კაცები მას ჰომოფობიური ლექსიკის გამოყენებით მიმართავენ და დაჭრით ემუქრებიან. ჟურნალისტი წერს, რომ მას მსგავსი თავდასხმების ამსახველი კიდევ არაერთი ვიდეო აქვს.

ჟურნალისტის პირად „ფეისბუქ““ გვერდზე გამოქვეყნებული პოსტიდან ჩანს, რომ კობა ფარტენაძე რეგულარულად მიმართავს პოლიციას დახმარებისთვის, თუმცა პრობლემა არ გვარდება.

თავდასხმები ჟურნალისტს მძიმე ემოციურ მდგომარეობაში ამყოფებს, ხელს უშლის პროფესიულ საქმიანობაში. ის წერს: „ყოველდღე ვმუშაობ, ვცდილობ ჩემი საქმე პროფესიონალურად შევასრულო და საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდო. არ უნდა მიწევდეს იმის არჩევა, სამსახურში მივიდე თუ სახლში დავრჩე, იმიტომ რომ უკან შეიძლება ვერ დავბრუნდე“.

ჟურნალისტმა „აჭარა თაიმსს“ უთხრა, რომ მისი ვარაუდით, თავდასხმის ერთ-ერთი მოტივი შესაძლოა მისი პროფესიული საქმიანობაც იყოს, ვინაიდან თავდამსხმელი აჭარის ტელევიზიასაც უცენზურო და შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მოიხსენიებდა.

ქვეყანაში გამეფებული დაუსჯელობის ატმოსფერო, სამართალდამცავი სტრუქტურების გულგრილობა და არაპროფესიონალიზმი ქმნის ისეთ გარემოს, სადაც მოქალაქეები, მათ შორის ჟურნალისტები, თავს უსაფრთხოდ არ გრძნობენ. ადამიანებს აღარ აქვთ იმედი, რომ კანონი მათ დაიცავს.

ქარტია შსს-ს მოუწოდებს, გაიაზროს მდგომარეობის სიმძიმე და საქმის სერიოზულობა, სათანადო ყურადღება გამოიჩინოს დაზარალებული ჟურნალისტის მიმართ, გამოავლინოს და დასაჯოს მოძალადეები მანამ, სანამ კიდევ ერთი ტრაგედია დატრიალდება“,- ნათქვამია განცხადებაზე.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
სააკაშვილი: საქართველოდან ბენზინი არა აფხაზეთში, არამედ სამხრეთ რუსეთში მიეწოდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics