|
2026-08-02 18:32:55, 1774 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან რეკორდული რაოდენობის რაკეტები გაუშვა: 376, რაც ივნისში 161-ზე ორჯერ მეტია, ნათქვამია AFP-ის მიერ გამოქვეყნებულ უკრაინის საჰაერო ძალების მონაცემების ანალიზში. ამავდროულად, რუსეთის არმიამ გამოიყენა 4,956 შორი მოქმედების დრონი, რაც წინა თვესთან შედარებით 14%-ით ნაკლებია. ივლისში რუსული თავდასხმების მთავარი სამიზნე კიევი იყო, რომელმაც ომის დაწყებიდან ყველაზე დამანგრეველი დარტყმები განიცადა. უკრაინის საჰაერო თავდაცვა კვლავ წარმატებით ახერხებს თავდასხმის დრონების უმეტესობის ჩაჭრას, მაგრამ რაკეტებისგან დაცვა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული დასავლელი მოკავშირეების მარაგზე. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადა, რომ ქვეყანა თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემების კრიტიკულ დეფიციტს განიცდის, განსაკუთრებით რუსეთის მიერ ბალისტიკური რაკეტების მზარდი გამოყენების გათვალისწინებით. ბალისტიკური რაკეტები მაღალი ტრაექტორიებით, ზებგერითი სიჩქარით მოძრაობენ და სამიზნეებს გაშვებიდან რამდენიმე წუთში ურტყამენ, ხშირად მინიმალური რეაგირების დრო რჩება საჰაერო თავდასხმის განგაშის გაცემის შემდეგაც კი. სამხედრო ანალიტიკოსების შეფასებით, რუსეთმა მთელი 2024 წლის განმავლობაში დაახლოებით 200-300 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, მხოლოდ 2026 წლის ივლისში კი - 126. AFP-ის გათვლებით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ამ რაკეტების მესამედზე ნაკლების ჩაჭრა მოახერხეს. ივლისის ბოლოს ზელენსკი თეთრ სახლს ეწვია, რათა ამერიკული Patriot-ის ტიპის რაკეტების დამატებითი მარაგი მოეძებნა - ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან სისტემებს შორის, რომლებსაც რუსული ბალისტიკური რაკეტების ეფექტურად განადგურება შეუძლიათ. დონალდ ტრამპმა თავდაპირველად განაცხადა, რომ მზად იყო უკრაინას ამ რაკეტების წარმოების ლიცენზია მიეცა, თუმცა მოგვიანებით თავისი განცხადება უკან წაიღო. პარასკევს, 31 ივლისს, მან განაცხადა, რომ შეერთებული შტატები „ძალიან ფრთხილად“ უნდა იყოს ასეთი ტექნოლოგიების გადაცემისას, რადგან ისინი ეროვნული უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
სააკაშვილი: საქართველოდან ბენზინი არა აფხაზეთში, არამედ სამხრეთ რუსეთში მიეწოდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)