|
2026-07-18 13:36:58, 2236 ნახვა
სპორტი
ზიდანი დაბრუნდა! მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ საფრანგეთის ეროვნული ნაკრები ჩაიბარა.
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა და „რეალ მადრიდის“ ყოფილი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ამის შესახებ ავტორიტეტულმა ინსაიდერმა ფაბრიციო რომანომ განაცხადა. ცნობილი 54 წლის მწვრთნელი გუნდს 2028 წლის ევროპის ჩემპიონატისა და 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოამზადებს. ზიდანი ხანგრძლივი შესვენების შემდეგ სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდება. ზიდანის ბოლო სამსახური „რეალ მადრიდი“ იყო, რომელიც მან 2021 წლის ივნისში დატოვა. სამეფო კლუბთან ერთად ფრანგმა მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა, კოპა დელ რეი, უეფას სუპერთასი და კლუბების მსოფლიო ჩემპიონატი. ზინედინი დიდიე დეშამს შეცვლის, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ესპანეთთან 2:0 წააგო.
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
სააკაშვილი: საქართველოდან ბენზინი არა აფხაზეთში, არამედ სამხრეთ რუსეთში მიეწოდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)