08:43 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-17 12:16:06, 1972 ნახვა

მსოფლიო
ახალი ზელანდიის მთავრობამ კორონავირუსის პრევენციისა და მისი გავლენის შემცირებისთვის, 7.3 მილიარდი აშშ დოლარი გამოყო

ახალი ზელანდიის მთავრობამ კორონავირუსის პრევენციისა და მისი ზეგავლენის შემცირებისთვის, 7.3 მილიარდი აშშ დოლარი გამოყო.

ამის შესახებ ინფორმაციას "CNN" ავრცელებს.

ამ ამბის გასაჯაროების შემდეგ, ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა გრანტ რობერტსონმა განაცხადა, რომ პანდემია „მნიშვნელოვან" გავლენას მოახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე და რომ პაკეტი მიზნად ისახავს „ამ გავლენის შერბილებას".

პაკეტი მოიცავს 302 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სტიმულირებას ჯანდაცვის სექტორისთვის, 1,79 მილიარდი დოლარი დაიხარჯება საგადასახადო ცვლილებებისთვის და 3.2 მილიარდი აშშ დოლარი გამოიყენება ხელფასის სუბსიდიებისთვის დაზარალებული ბიზნესებისთვის ყველა სექტორში მდგომარეობის დასტაბილურებისთვის.

რობერტსონის თქმით, „ეს მხოლოდ დასაწყისია, რადგან ამ კრიზისის გავლისას ეკონომიკური გაჯანსაღებისკენ უნდე წავიდეთ, მთავრობა დააკვირდება სიტუაციას და დაარეგულირებს შექმნილ მდგომარებას."

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics