|
2020-03-16 17:38:37, 1178 ნახვა
საზოგადოება
სილვიო დომენტე - "ჯანმო"-ს ექსპერტებთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ ჯანდაცვის სამინისტროსთან, რათა გავაუმჯობესოთ საავადმყოფოების მზაობა
„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ ჯანდაცვის სამინისტროსთან, რათა გავაუმჯობესოთ საავადმყოფოების მზაობა“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა სილვიო დომენტემ განაცხადა. მისი თქმით, ზოგიერთ ევროპულ ქვეყნებში ვირუსის ადგილობრივი გადაცემის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, ეს კი, ძალიან მძიმედ აწვება სამედიცინო დაწესებულებებს, რადგან მიმართვიანობა საკმაოდ გაზრდილია. „კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია ძალიან სწრაფად, თითქმის ყოველდღიურად იცვლება. ჩვენ თვალს ვადევნებთ, როგორც გლობალურად არსებულ მდგომარეობას, ასევე რეგიონალურ დონეზე. ზოგიერთ ევროპულ ქვეყნებში ვირუსი უკვე ქვეყნის შიგნით გავრცელდა, ანუ დაფიქსირდა ადგილობრივი გადაცემის არაერთი შემთხვევა, ისეთ ქვეყნებში როგორიცაა იტალია, გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი და სხვა. აღნიშნული კი ძალიან მძიმედ აწვება სამედიცინო დაწესებულებებს, რადგან მიმართვიანობა საკმაოდ გაზრდილია. საქართველოში მდგომარეობა ჯერჯერობით ბევრად უკეთაა, აქ ფიქსირდება მხოლოდ პატარა კლასტერები. მიუხედავად იმისა, რომ უკვე დაფიქსირდა ვირუსის შიდა გადაცემა, არაა შიდა გავრცელება. თუმცა ქვეყანა მზად უნდა იყოს, უნდა მომზადდეს ჯანდაცვის სექტორი და სამედიცინო დაწესებულებები, იმ შემთხვევაში თუ სიტუაცია გამწვავდება. აქვე ვურჩევ საქარველოს მოსახლეობას მაქსიმალურად დაიცვან რეკომენდაციები და მოერიდონ სხვა ადამიანებთან ხშირ და ახლო კონტაქტს. დაიცვან სოციალური დისტანცია“, - აღნიშნა სილვიო დომენტემ.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)