20:14 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-16 17:18:13, 1125 ნახვა

საზოგადოება
პრემიერის გადაწყვეტილებით, კლინიკური კონტროლის ჯგუფს, რომელიც კლინიკებში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის პროცესს კოორდინაციას გაუწევს, თენგიზ ცერცვაძე უხელმძღვანელებს

კლინიკური კონტროლის ჯგუფს, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობისთვის განკუთვნილ სამედიცინო დაწესებულებებს კოორდინაციას გაუწევს, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე უხელმძღვანელებს, - აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სახელმწიფო კლინიკების ხელმძღვანელებთან ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად გამართულ შეხვედრაზე  მიიღო.

კლინიკური კონტროლის ჯგუფი, თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობისთვის საქართველოს მასშტაბით გამოყოფილი როგორც სახელმწიფო, ისე კერძო კლინიკებში მკურნალობის პროცესს კოორდინაციას გაუწევს და სამედიცინო პერსონალს შესაბამის რჩევებს გაუზიარებს.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო გეგმის მიხედვით მოქმედებს და კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში ეფექტურ ღონისძიებებს ახორციელებს.

სახელმწიფო კლინიკების ხელმძღვანელებთან დღეს გამართულ საკოორდინაციო შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ასევე მოისმინა ინფორმაცია ჯანდაცვის სექტორის საჭიროებებსა და არსებულ სიმძლავრეებზე.

შეხვედრას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე და მისი მოადგილე პაატა იმნაძე ესწრებოდნენ.

მთავრობის მეთაური მსგავსი ტიპის საკოორდინაციო შეხვედრებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთან, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად, სახელმწიფო კლინიკებისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ პირებთან რეგულარულად განაგრძობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics